https://sputnik-georgia.com/20211210/xelisuflebashi-saakashvilis-winadadebas-gadatvirtvis-shesaxeb-upasuxes-262769137.html
ხელისუფლებაში უპასუხეს სააკაშვილის წინადადებას „დიდი გადატვირთვის“ დაწყების შესახებ
ხელისუფლებაში უპასუხეს სააკაშვილის წინადადებას „დიდი გადატვირთვის“ დაწყების შესახებ
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში სკეპტიკურად უყურებენ ექს-პრეზიდენტის წინადადებებს. 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T21:44+0400
2021-12-10T21:44+0400
2021-12-11T00:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262467081_0:289:2912:1928_1920x0_80_0_0_cddedc7ec89beadcef6f0c32f6ff9881.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ სჯერათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობის, რომელიც „დიდი გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საუბრობს.გუშინ, სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა“. ექს-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ დეკემბერში იგეგმება მასშტაბური საპროტესტო აქცია. სააკაშვილის აზრით, საჭიროა მუდმივი წინააღმდეგობის კერები, რომელთა მიზანი იქნება – არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატის გიორგი ამილახვრის აზრით, გადატვირთვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ჩადენილი ქმედებების გამო ბოდიშს მოიხდის.„ქვეყანა მაშინ გადაიტვირთება, როცა ის სასჯელს მოიხდის. თუ ამის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი გადაწყვეტს მის პატიებას და დააბრუნებს პოლიტიკაში, მაშინ შესაძლებელი იქნება რაიმე კომპრომისებზე საუბარი“, – განაცხადა ამილახვარმა. ნოემბრის ბოლოს სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ პირველად გამოვიდა სასამართლოში სიტყვით და განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. თავის მთავარ შეცდომად ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს იმას, რომ თავის დროზე ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ახლა ეს მასაც შეეხო.სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკეს როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციის ნაწილმა და აღნიშნეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მონანიების ნიშანწყალი არ ეტყობოდა.„დიდი შერიგების“ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო. ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგებას პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აკრიტიკებენ მათ, ვინც ფართო თანხმობის მიღწევის წინააღმდეგია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, ვინც შერიგების წინააღმდეგია და მისი ჩაშლა უნდა, მათ, ბუნებრივია, არც დაძაბულობის შემცირება და ქვეყნის განვითარება სურთ. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სურს, დღის წესრიგში ყოველთვის იყოს დაპირისპირება, თავისი გაფუჭებული საქმეები სხვებს გადააბრალოს და ქვეყანა ვერ განვითარდეს.საქართველოში პოლიტიკური ვითარება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ისევ მაქსიმალურად გამწვავდა. გამარჯვება თითქმის ყველგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, უარი თქვა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე და პერმანენტული საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადავიდა.
https://sputnik-georgia.com/20211209/sasamartlom-saakasvilis-advokatebs-uari-utxra-eqsprezidenti-telefonit-ver-isargeblebs-262735855.html
https://sputnik-georgia.com/20211209/lomjaria-saakasvilis-fsiqikur-mdgomareobas-specialistebi-seiswavlian-262739927.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262467081_155:175:2653:2048_1920x0_80_0_0_a1b78f9e6e0f5510580e38913ec0a4ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ხელისუფლებაში უპასუხეს სააკაშვილის წინადადებას „დიდი გადატვირთვის“ დაწყების შესახებ
21:44 10.12.2021 (განახლებულია: 00:00 11.12.2021) მმართველ პარტიაში სკეპტიკურად უყურებენ ექს-პრეზიდენტის წინადადებებს.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ სჯერათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობის, რომელიც „დიდი გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საუბრობს.
გუშინ, სააკაშვილმა საკუთარ
Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა“. ექს-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ დეკემბერში იგეგმება მასშტაბური საპროტესტო აქცია. სააკაშვილის აზრით, საჭიროა მუდმივი წინააღმდეგობის კერები, რომელთა მიზანი იქნება – არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
„ნაციონალები“ ხან შერიგებას ითხოვენ და ამ ფონზე აანონსებენ აქციას, ხან ძალაუფლების ძალით გადაცემაზე საუბრობენ. ამიტომ არ გვჯეროდა შერიგების და ვერც დავიჯერებთ... ქვეყანას აქვს თავისი დღის წესრიგი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დრო ამოიწურა და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატის გიორგი ამილახვრის აზრით, გადატვირთვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ჩადენილი ქმედებების გამო ბოდიშს მოიხდის.
„ქვეყანა მაშინ გადაიტვირთება, როცა ის სასჯელს მოიხდის. თუ ამის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი გადაწყვეტს მის პატიებას და დააბრუნებს პოლიტიკაში, მაშინ შესაძლებელი იქნება რაიმე კომპრომისებზე საუბარი“, – განაცხადა ამილახვარმა.
ნოემბრის ბოლოს სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ პირველად გამოვიდა სასამართლოში სიტყვით და განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. თავის მთავარ შეცდომად ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს იმას, რომ თავის დროზე ვერ შექმნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ახლა ეს მასაც შეეხო.
სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკეს როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციის ნაწილმა და აღნიშნეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მონანიების ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
„დიდი შერიგების“ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო. ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგებას პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აკრიტიკებენ მათ, ვინც ფართო თანხმობის მიღწევის წინააღმდეგია.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, ვინც შერიგების წინააღმდეგია და მისი ჩაშლა უნდა, მათ, ბუნებრივია, არც დაძაბულობის შემცირება და ქვეყნის განვითარება სურთ. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სურს, დღის წესრიგში ყოველთვის იყოს დაპირისპირება, თავისი გაფუჭებული საქმეები სხვებს გადააბრალოს და ქვეყანა ვერ განვითარდეს.
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ისევ მაქსიმალურად გამწვავდა. გამარჯვება თითქმის ყველგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, უარი თქვა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე და პერმანენტული საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადავიდა.