https://sputnik-georgia.com/20211209/sasamartlom-saakasvilis-advokatebs-uari-utxra-eqsprezidenti-telefonit-ver-isargeblebs-262735855.html
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატებს უარი უთხრა – ექს-პრეზიდენტი ტელეფონით ვერ ისარგებლებს
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატებს უარი უთხრა – ექს-პრეზიდენტი ტელეფონით ვერ ისარგებლებს
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრის უფლება დისციპლინის დარღვევისთვის ჩამოერთვა. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T19:02+0400
2021-12-09T19:02+0400
2021-12-09T22:37+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/29/248402970_0:119:3217:1929_1920x0_80_0_0_a2c0a2595f7cbb81c8b002cd1a1272e5.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის ტელეფონით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ.ადვოკატებმა შუამდგომლობა დღეს დააყენეს სასამართლო პროცესზე, რომელიც სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდა. თავად სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია, გუშინ მან განაცხადა, რომ შეუძლოდ ყოფნის და სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა.სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კარდიომონიტორის დაზიანების გამო სასჯელის სახით ჩამოერთვა, სადაც ექს-პრეზიდენტი, მისი თქმით, მოტყუებით გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული აპარატურის ღირებულება არ აღემატება 150 ლარს, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სწორედ ამიტომ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.ინციდენტი მოხდა გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას, სადაც ის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი იქ სასჯელს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან იხდიდა.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20211208/mixeil-saakasvils-ori-tvit-satelefono-saubari-aekrzala-262701066.html
https://sputnik-georgia.com/20211208/penitenciuri-samsaxuri-saakashvils-televizoti-chamortmeuli-ar-aqvs-262685561.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/29/248402970_243:0:2974:2048_1920x0_80_0_0_a2787957f075157ad7eb26df6f623f55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატებს უარი უთხრა – ექს-პრეზიდენტი ტელეფონით ვერ ისარგებლებს
19:02 09.12.2021 (განახლებულია: 22:37 09.12.2021) მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრის უფლება დისციპლინის დარღვევისთვის ჩამოერთვა.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის ტელეფონით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ.
ადვოკატებმა შუამდგომლობა დღეს დააყენეს სასამართლო პროცესზე, რომელიც სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდა. თავად სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია, გუშინ მან განაცხადა, რომ შეუძლოდ ყოფნის და სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა.
„აქვს თუ არა უფლება სასამართლოს, ჩაერიოს ამ შეზღუდული უფლების აღდგენაში? ვთვლი, რომ შუამდგომლობა ამ უფლების აღდგენაზე არ გამომდინარეობს კანონიდან“, – განმარტა თავისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კარდიომონიტორის დაზიანების გამო სასჯელის სახით ჩამოერთვა, სადაც ექს-პრეზიდენტი, მისი თქმით, მოტყუებით გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული აპარატურის ღირებულება არ აღემატება 150 ლარს, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სწორედ ამიტომ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
ინციდენტი მოხდა გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას, სადაც ის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი იქ სასჯელს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან იხდიდა.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
კიდევ ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.