საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს

© photo: Sputnik / Stringerორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
პრეზიდენტი საერთო თანხმობის მიღწევის გზების მოსაძებნად სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის ინიციატივა თავის თავზე აიღო, პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შესაძლებელია მოიძებნოს საერთო ეროვნული დისკუსიით. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში პარლამენტის ექსსპიკერი, ამჟამად დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე მიიღო.
„მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანხმობაზე და შევთანხმდეთ იმაზე, როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ ამ ქვეყანაში... პოლარიზაცია ქვეყანას უკიდურესად აზიანებს. თუ არსებობს ერთი შანსი, რომ ნაბიჯები გადავდგათ პოლარიზაციის შესამცირებლად და ძირითად პრინციპებზე თანხმობის მისაღწევად, მიმაჩნია, რომ ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული და ეს შანსია ის პროცესი, რაც პრეზიდენტმა დაიწყო. ალბათ, რაღაც ეტაპზე, შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ამ მოსაზრებების საფუძველზე საკუთარი პოზიციით წარდგება“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა შეხვედრა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გამართა.
„ქალბატონმა სალომემ ალბათ ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა, როდესაც რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებაში დიალოგი ფართო კონსენსუსის მიღწევის თემაზე. თუმცა დღეს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ, შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან, პოლიტიკოსებთან და არა მხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას? მხარეთა რეაქციები
მისი სიტყვებით, კონსენსუსის საფუძველი უნდა გახდეს სიმართლის თქმა და შემდეგი ეტაპი იქნება სამართლიანობის მიღწევა.
„სამართლიანობის მიღწევა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა დარჩეს დაუსჯელი“, - აღნიშნა სუბარმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის პოზიცია მეტად დროული და ადეკვატურია.
შემდეგ მარგველაშვილი გეგმავს შეხვედრას პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგია.
სააკაშვილს ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგების პროცესის დაწყების შესახებ მოეწონა და მან ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიწვია, სადაც იგი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედს შეხვდა
მანამდე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ სამი პრეზიდენტის შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
თავის მხრივ, წმინდა სინოდის წევრმა, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში ეკლესიის გარეშე მხარეები შერიგებას ვერ შეძლებენ. მან პრეზიდენტებს შეხვედრის ადგილად საპატრიარქო შესთავაზა.
გასულ კვირას ზურაბიშვილმა თავის რეზიდენციაში მიიწვია მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები. შეხვედრაზე არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა ანუ ყველა მხარის ჩართულობა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.
ყველა ახალი ამბავი
0