Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: ყოველდღიურად ჩატარებულ აცრებში ვაქცინის მეორე და ბუსტერ დოზები ჭარბობს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
საქართველოში 60 წელს გადაცილებული ადამიანებიდან, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ერთი დოზით მხოლოდ ნახევარია აცრილი, აცხადებს ამირან გამყრელიძე
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრების რაოდენობა დაკლებულია, რაც ქვეყანას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ახალი შტამის, „ომიკრონის“ საფრთხის ფონზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 18 დეკემბერს აიცრა 7.081 ადამიანი, აქედან ბუსტერი გაიკეთა 2.379 ადამიანმა. შესაბამისად, 1 და 2 დოზა გაიკეთა მხოლოდ 4.702-მა ადამიანმა.
„ძირითადი იყო მეორე დოზა და ბუსტერი, დაკლებულია პირველ დოზებზე აცრები. ეს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას, რადგან ბოლო ერთი თვეა, გლობალურ ჯანმრთელობაში მთავარი თემა გახლავთ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საფრთხეები, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონი“ უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, მას საკმაოდ სწრაფი გავრცელების თვისებები აღმოაჩნდა და ის ფოკუსირებულია უფრო მეტად ახალგაზრდა თაობაზე.
გამვლელი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონის“ შტამი ჯერჯერობით არ დადასტურებულა
„საბედნიეროდ, შემთხვევები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მძიმედ, „დელტა“ შტამთან შედარებით, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიცვლება მიმდინარეობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერიზაციისკენ, რადგან, მისი თქმით, „რეალურად აცრა იცავს მოსახლეობას სხვადასხვა შტამის გავრცელებისგან“.
ის ასევე შეეხო ვაქცინაციას ასაკობრივ ჭრილში და ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულებზე. მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა 85% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან.
„ჩვენთან დაახლოებით 800 ათასამდე მოქალაქეა 60 წელს გადაცილებული და დღევანდელი რიცხვით ერთი აცრით აცრილია 400 ათასი ადამიანი. 9 ნოემბერს გამოცხადებული წახალისების შემდეგ, ამ ასაკის დამატებით 100 ათასი ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
9 ნოემბერს საქართველოში დაიწყო 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა - იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ, მათ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს გადასცემენ.
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
იმნაძე: ახალი შტამი „ომიკრონი" უამრავი ადამიანის დაავადებას გამოიწვევს
19 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2.380.972 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1.254.991 ადამიანი - 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.078.455 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 37,6%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 46.562 ადამიანს. მსოფლიოში ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ „ომიკრონისგან“ დასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთება.
ყველა ახალი ამბავი
0