https://sputnik-georgia.com/20211219/saqartvelosi-okmikronis-stami-jerjerobit-ar-dadasturebula-262975703.html
საქართველოში „ომიკრონის“ შტამი ჯერჯერობით არ დადასტურებულა
საქართველოში „ომიკრონის“ შტამი ჯერჯერობით არ დადასტურებულა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ახალი შტამი ქვეყანაში ახალი წლის დადგომამდე გამოჩნდება 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T14:37+0400
2021-12-19T14:37+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897914_0:0:3212:1807_1920x0_80_0_0_bceab32a905df6db878a131e6bc948c9.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საეჭვო შემთხვევები, რომლებსაც საქართველოს ლაბორატორიებში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამზე იკვლევდნენ, „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება.საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ახალი შტამი ქვეყანაში ახალი წლის დადგომამდე გამოჩნდება. საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 3-4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 13 ათასს.ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონი“ ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი".ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდ-გადატანილები, ისე ვაქცინირებული პირები. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლა აკრძალა.
https://sputnik-georgia.com/20211218/omikronis-stami-msoflios-ukve-89-qveyanasi-dafiqsirda-262966668.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897914_438:0:3167:2047_1920x0_80_0_0_4d889876f12dfc52e231c52c059d672f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში „ომიკრონის“ შტამი ჯერჯერობით არ დადასტურებულა
14:37 19.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ახალი შტამი ქვეყანაში ახალი წლის დადგომამდე გამოჩნდება
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საეჭვო შემთხვევები, რომლებსაც საქართველოს ლაბორატორიებში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამზე იკვლევდნენ, „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„ჩვენს რეგიონში ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში სეკვენირებით არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა. ორ შემთხვევაში კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ახალი შტამი ქვეყანაში ახალი წლის დადგომამდე გამოჩნდება. საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 3-4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 13 ათასს.
ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონი“ ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი".
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდ-გადატანილები, ისე ვაქცინირებული პირები. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლა აკრძალა.