შეერთებულმა შტატებმა სამი ქართული კომპანია „შავ სიაში" შეიყვანა

© REUTERS / ELIZABETH FRANTZკაპიტოლიუმზე თავდასხმა. ვაშინგტონი
კაპიტოლიუმზე თავდასხმა. ვაშინგტონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
კომპანიები „შავ სიაში" ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო შეიყვანეს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოდან სამი კომპანია მოხვდა იმ კომპანიების „შავ სიაში", რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ან სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს, ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
სიაში მოხვდნენ კომპანიები Gensis Engineering, ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company. მათ ფაქტობრივად აეკრძალათ ამერიკული გარკვეული ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა, რომლებზეც საექსპორტო კონტროლი მოქმედებს. კერძოდ, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უშიშროების ბიურომ მათ მიმართ ზომები მიიღო „ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო".
ღია წყაროების ინფორმაციით, კომპანია ROV Solutions საქართველოში ჩინელმა და ტაილანდელმა ინვესტორებმა დააფუძნეს ოფშორული მომსახურებისთვის (გამოძახებით) ინსპექციის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სფეროებში. ROV Solutions-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომპანია ნავთობგაზის დარგისთვის წყალქვეშა მომსახურების წამყვანი მიმწოდებელია დსთ-ის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონში.
კომპანია Gensis Engineering თურქულია. ის 2005 წელს დაფუძნდა და მუშაობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემებში სერტიფიკაციის, კონსულტირების სფეროში. მისი ძირითადი კლიენტები ლიფტის კომპანიები არიან.
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
მსოფლიო დღეს
ერთადერთი პირობა: აშშ მზადაა ირანისთვის სანქციების მოსახსნელად
SAEROS Safety ERO Company-ს შესახებ მონაცემები არ არის მეწარმეთა მონაცემთა ბაზის ქართულ რეესტრში, თუმცა, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მას, სხვა ორი კომპანიის მსგავსად, აქვს ოფისი თბილისში.
საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სამ ქართულ კომპანიასთან ერთად „შავ სიაში“ ასევე მოხვდა 34 კომპანია ჩინეთიდან, მალაიზიიდან და თურქეთიდან. მათ შორისაა ჩინეთის სამხედრო-სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია და მისი 11 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

„ვერ დავუშვებთ, რომ აშშ-ის საქონელი, ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც მხარს უჭერენ სამედიცინო ხელოვნებასა და ბიოტექნიკურ ინოვაციებს, გამოყენებული იყოს აშშ-ის ეროვნული უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის", – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჯინა რაიმონდომ.

მისი თქმით, აშშ კვლავაც დაუპირისპირდება ჩინეთისა და ირანის ძალისხმევას, რომ კაცობრიობის სასიკეთო ინსტრუმენტები ისეთ ინსტრუმენტებად აქციონ, რომლებიც გლობალურ უშიშროებასა და სტაბილურობას ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0