მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთადერთი პირობა: აშშ მზადაა ირანისთვის სანქციების მოსახსნელად

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. აშშ მზადაა სრულად მოუხსნას ირანს სანქციები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმით (JCPOA, ბირთვული გარიგება) გათვალისწინებულ ვაშინგტონის ვალდებულებებს, განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად მიანიშნა, რომ ის მზადაა დაუბრუნდეს შტატების ვალდებულებების შესრულებას, თუ ირანიც იმავეს გააკეთებს. მზად ვართ სრულად მოვხსნათ სანქციები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს JCPOA გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაც ირანს ეკონომიკურ სარგებელს მისცემს“, — აღნიშნა ტომას-გრინფილდმა.

თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ მისცემს ირანს თავისი ბირთვული პროგრამის დაჩქარებისა და ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების გაჭიანურების უფლებას, რაც, მისი თქმით, ხდება სწორედ ახლა.
ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მაჯიდ თაჰთ რავანჩიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანი არ აყენებს არანაირ წინაპირობებს ან ახალ პირობებს ბირთვული გარიგების შესახებ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
მსოფლიო დღეს
აშშ შიშობს, რომ ირანი ბირთვული გარიგების პირობებს არ დაეთანხმება
„არ შეცდეთ, ჩვენ არ ვაყენებთ რაიმე წინაპირობებს ან ახალ პირობებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმავე პირობებზე, რაც შეტანილია JCPOA-სა და 2232-ე რეზოლუციაში. ეს არის იგივე პირობები, რომლებიც ბირთვულ გარიგებას უდევს საფუძვლად, იგივე პირობები, რომლებიც JCPOA-ს მონაწილეთა ორმხრივ ვალდებულებებში აისახა“, — განაცხადა რავანჩიმ.
მისი თქმით, ამ პირობების სრულად დაკმაყოფილების გარეშე „ირანელი ხალხისთვის გარიგება უაზრობაა“. ამიტომ თეირანი მოუწოდებს „JCPOA-ს სრულად, დროულად, ზედმიწევნით და კონტროლირებულად განხორციელებისკენ. არც მეტი, არც ნაკლები“.
ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
ირანელი ქალი მკერდზე ორი სულიერი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამანეისა და აიათოლა ჰომეინის პორტრეტებით   - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მსოფლიო დღეს
„არ მივცემთ უფლებას“: ბრიტანეთი და ისრაელი თეირანის ამბიციებს ხელს შეუშლიან
სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.
2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.
ყველა ახალი ამბავი
0