მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ შიშობს, რომ ირანი ბირთვული გარიგების პირობებს არ დაეთანხმება

© AP Photo / J. Scott Applewhiteაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება დიდ იმედებს არ ამყარებს ირანთან მოლაპარაკებების განახლებაზე მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით და მიიჩნევს, რომ თეირანი ჯერ არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, წერს პორტალი Axios წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული დაზვერვის ცნობით, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის მიაჩნია, რომ მისმა წინამორბედმა ჰასან როუჰანიმ 2015 წელს არახელსაყრელი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA) გააფორმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
 თავისუფლების ქანდაკების გრაფიტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა: თეირანი განცხადებას ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ზოგი მაღალი რანგის ოფიციალური პირი „ღრმადაა შეშფოთებული, რომ ირანი ძალიან შორს მიდის ბირთვული განვითარების კუთხით, რის შედეგადაც JCPOA-ში დაბრუნება ძალიან დაგვიანებული იქნება“. თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ იმედოვნებს, რომ რაისი საბოლოოდ მაინც მოინდომებს ახალი შეთანხმების დადებას, რომელიც წინა შეთანხმებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

„ჩვენს ნათლად მივანიშნეთ, რომ ირანის ბირთვული ესკალაცია არაკონსტრუქციულია და შეუთავსებელი მათ მიერ გაცხადებულ მიზანთან, დაუბრუნდნენ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას“, — განუცხადეს პორტალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მათი თქმით, ბირთვული ესკალაცია „ირანს მოლაპარაკებებში არანაირ ბერკეტს არ მისცემს“.
Axios-ის მონაცემებით, ისრაელის დაზვერვამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთი მონაცემი გადასცა აშშ-სა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს იმის თაობაზე, რომ ირანი ტექნიკურ სამზადისს ატარებს ურანის 90%-მდე გასამდიდრებლად.
ვან ი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
მსოფლიო დღეს
ჩინეთი და ირანი ერთობლივი წინააღმდეგობისთვის მზად არიან
ირანის ბირთვული პროგრამის განახლების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივნისში შეჩერდა ირანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შეხვედრების მეშვიდე რაუნდი ვენაში გუშინ, 29 ნოემბერს განახლდა. გასული ექვსი რაუნდის განმავლობაში — 2021 წლის აპრილიდან ივნისამდე, ბირთვული გარიგების მონაწილე ქვეყნებმა და აშშ-მა (რომელიც გარიგებიდან 2018 წელს გავიდა) შეძლეს განესაზღვრათ, შტატების მიერ დაწესებული რომელი ანტიირანული სანქციები შეიძლება გაუქმდეს და ასევე შეათანხმეს ის ნაბიჯები, რომლებიც ირანმა უნდა გადადგას, რათა ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0