მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა: თეირანი განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკში თავისუფლების ქანდაკების გრაფიტი
 თავისუფლების ქანდაკების გრაფიტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თეირანი გმობს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰატიბზადემ.

„ირანი შეერთებული შტატების ახალ სანქციებს განიხილავს, როგორც დონალდ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის წარუმატებელი პოლიტიკის გაგრძელებას, გმობს მათ და მიიჩნევს, რომ ეს ქმედება უკანონოა“, — წერს სამინისტროს პრეს-სამსახური.

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანულ კიბერკომპანია Emennet Pasargad-ს და მის ექვს თანამშრომელს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ კომპანია ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა“ პირებმა „ონლაინ ოპერაცია ჩაატარეს ამერიკელ ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით“. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სანქცირებული კომპანია და პირები ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილებს უგზავნიდნენ ამომრჩევლებს და ამასთან ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ არჩევნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0