ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან ამ ქვეყანაში 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის ორ ქალაქში – შანხაისა და ჩენგდუში გაიმართა ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით Georgian Wine Roadshow, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის წარდგენას ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW) უძღვებოდა. ჟულიენ ბულარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის" ფარგლებში შერჩეულ იმ ხუთ ღვინის პროფესიონალს შორისაა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უძღვებიან.
გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჟულიენ ბულარმა სტუმრებს საქართველოს ისტორია, ქართული ღვინის კულტურა, ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები, მევენახეობის რეგიონები და ღვინის დაყენების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო; მან ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა
ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად. თითოეულ წარდგენას პოტენციური მყიდველები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სომელიეები დაესწრნენ.
უწყების ცნობით, ანალოგიურ ღონისძიებას 20 დეკემბერს კიდევ ერთი ქალაქი – შენჭენი უმასპინძლებს.
„აღნიშნული ღონისძიებებით ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციას მოიცავს", – აღნიშნავენ სააგენტოში.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2021 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ორგანიზებით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წლის იანვარი–ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0