საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა

© Sputnik / Alex Shlamovქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. საქართველოდან 11 თვეში ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 222 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წლის იანვარი–ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის – 96.150.065 ბოთლი ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტის მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 29% (5.908.393), ჩინეთი - 26% (5.469.450), აშშ - 12% (971.714), გერმანია - 13% (751.810), ლატვია - 10% (1.634.827), ლიეტუვა - 44% (960.928), იაპონია - 12% (189.844), დიდი ბრიტანეთი - 76% (702.640).
ზრდა აღსანიშნავია ქვეყნებში: კანადა - 91% (317.692), შვედეთი - 97% (119.494), ჩეხეთი - 259% (141.432), საფრანგეთი - 6% (84.028), ისრაელი - 62% (422.839), ყაზახეთი - 38% (3.775.978), აზერბაიჯანი - 21% (209.987), თურქეთი - 209% (93.330), უკრაინა - 11% (11.667.525), რუსეთი - 6% (55.867.692), მონღოლეთი - 174% (402.810), ბელარუსი - 26% (4.454.009) და ა.შ.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.
ზემო ლარსის საბაჟო პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 37%-ით გაიზარდა
ღვინის გარდა საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 17%).
ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0