https://sputnik-georgia.com/20211105/saqartvelodan-gvinis-eqsporti-izrdeba-261828187.html
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T19:50+0400
2021-11-05T19:50+0400
2021-11-05T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან 10 თვეში ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 194 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4.984.017), ჩინეთი - 13% (4.553.919), აშშ - 10% (881.470), გერმანია - 6% (654.608), ლატვია - 4% (144.0567), ლიეტუვა - 45% (837.096), იაპონია - 18% (159.262), დიდი ბრიტანეთი - 72% (631.504).მიმდინარე წელს ზრდა ასევე შენარჩულებულია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296.992), შვედეთი - 65% (99.832), ჩეხეთი - 275% (139.560), ყაზახეთი - 30% (3.264.706), ისრაელი - 41% (368.899), აზერბაიჯანი - 8% (181.727), თურქეთი - 209% (93.330), უკრაინა - 21% (10.558.377), რუსეთი - 5% (49.064.224), მონღოლეთი - 174% (402.810), ბელარუსი - 17% (3348.501). ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.ღვინის გარდა, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).ექსპორტირებულია 731 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 90% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77% შეადგინა.ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
https://sputnik-georgia.com/20211022/eqsporti-saqartvelodan-rusetsi-38-procentit-gaizarda-261390029.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
19:50 05.11.2021 (განახლებულია: 22:55 05.11.2021) ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან 10 თვეში ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 194 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია,
იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4.984.017), ჩინეთი - 13% (4.553.919), აშშ - 10% (881.470), გერმანია - 6% (654.608), ლატვია - 4% (144.0567), ლიეტუვა - 45% (837.096), იაპონია - 18% (159.262), დიდი ბრიტანეთი - 72% (631.504).
მიმდინარე წელს ზრდა ასევე შენარჩულებულია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296.992), შვედეთი - 65% (99.832), ჩეხეთი - 275% (139.560), ყაზახეთი - 30% (3.264.706), ისრაელი - 41% (368.899), აზერბაიჯანი - 8% (181.727), თურქეთი - 209% (93.330), უკრაინა - 21% (10.558.377), რუსეთი - 5% (49.064.224), მონღოლეთი - 174% (402.810), ბელარუსი - 17% (3348.501).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.
ღვინის გარდა, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).
ექსპორტირებულია 731 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 90% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.