https://sputnik-georgia.com/20211022/eqsporti-saqartvelodan-rusetsi-38-procentit-gaizarda-261390029.html
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 38%-ით გაიზარდა
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 38%-ით გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიპლომატრიური ურთიერთობები და უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ფონია. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T10:02+0400
2021-10-22T10:02+0400
2021-10-22T14:29+0400
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24841/45/248414525_0:66:2048:1218_1920x0_80_0_0_407222a355a89efb52a1f39e5504c0b7.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2021 წლის დასაწყისიდან 22,4%-ით გაიზარდა 2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 80 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 78,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 34 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 24 ათასი ტონა ხილი და ა.შ.რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 256 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოიტანეს.რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 254,3 ათასი ტონა ნავთობგაზები, 167 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 22,1 ათასი ტონა მცენარეული ზეთი და ა.შ.გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 9,9%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგროსამრეწველო პროდუქციის მთავარი ბაზარი იყო.რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი?ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – განაცხადა არჩვაძემ.
https://sputnik-georgia.com/20211013/turnava-saqartvelodan-3-miliardamde-dolaris-eqsporti-ganxorcielda-260509805.html
https://sputnik-georgia.com/20211020/eqsporti-saqartvelodan-izrdeba-261315893.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24841/45/248414525_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_386d015f5186e40d70e9a95f56316766.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 38%-ით გაიზარდა
10:02 22.10.2021 (განახლებულია: 14:29 22.10.2021) საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიპლომატრიური ურთიერთობები და უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ფონია.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2021 წლის დასაწყისიდან 22,4%-ით გაიზარდა 2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,
იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 80 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 78,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 34 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 24 ათასი ტონა ხილი და ა.შ.
რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 256 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოიტანეს.
რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 254,3 ათასი ტონა ნავთობგაზები, 167 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 22,1 ათასი ტონა მცენარეული ზეთი და ა.შ.
გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 9,9%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგროსამრეწველო პროდუქციის მთავარი ბაზარი იყო.
რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი?
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ
Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.
მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – განაცხადა არჩვაძემ.