ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 37%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringer"ზემო ლარსის" საბაჟო პუნქტი
ზემო ლარსის საბაჟო პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და პოლიტიკური ფონი უკიდურესად დაძაბულია.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით, 21,8%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში კი ექსპორტი 37,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 89,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 87,9 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 38,2 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 24,9 ათასი ტონა ხილი და ა.შ.
რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 29,16 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოიტანეს.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
„პოზიტიური ტენდენციები“ – შეფასდა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 263,5 ათასი ტონა ნავთობგაზები, 180,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 24,2 ათასი ტონა მცენარეული ზეთი და ა.შ.
2020 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 9,9%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგროსამრეწველო პროდუქციის მთავარი ბაზარი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0