https://sputnik-georgia.com/20211116/pozitiuri-tendenciebi-turnava-sagareo-cawrobis-axal-monacemebze-262102058.html
„პოზიტიური ტენდენციები“ – შეფასდა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები
„პოზიტიური ტენდენციები“ – შეფასდა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობამ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა, აღნიშნა ნათია თურნავამ. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T11:04+0400
2021-11-16T11:04+0400
2021-11-16T16:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა და 11.352,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებუილი ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 7.959,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 22,3%-ით მეტია.ექსპორტმა 3.392,4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდის მაჩვენებელზე 24,9%-ით და 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.567,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22,5%-ით მეტია.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობამ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბა.მან აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაფიქსირებული ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტის ზრდის ტემპზე მაღალია.„თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4 პროცენტით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24 პროცენტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა – ეს არის დიდი კონტრიბუცია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა მინისტრმა.თურნავამ აღნიშნა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ყველა პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს, მაგრამ ეს კარგი საფუძველია სიღარიბესთან ბრძოლისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ბევრი სამუშაო ადგილის შექმნისთვის.საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის ხელისუფლებამ გააფართოვა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მას დაემატა ოთხი კომპონენტი, რომელთაგან ერთ-ერთია პროგრამა „ბიზნეს–ექსპორტი“. ეს პროგრამა მიმართულია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაზე საწარმოების გაფართოებისა და გადაიარაღების, ასევე იმპორტის ადგილობრივი საქონლით ჩანაცვლების გზით.ახალი ინიციატივით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
https://sputnik-georgia.com/20211030/ekonomikis-zrda-grzeldeba-statistika-261616074.html
https://sputnik-georgia.com/20210921/sagareo-vawroba-eqsporti-izrdeba-259758430.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
„პოზიტიური ტენდენციები“ – შეფასდა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები
11:04 16.11.2021 (განახლებულია: 16:02 16.11.2021) ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობამ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა, აღნიშნა ნათია თურნავამ.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა და 11.352,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებუილი ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“
განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 7.959,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 22,3%-ით მეტია.
ექსპორტმა 3.392,4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდის მაჩვენებელზე 24,9%-ით და 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.567,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22,5%-ით მეტია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობამ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბა.
„2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი ოქტომბერში გაზრდილია 31,4 პროცენტით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა, ხოლო თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, ანუ პანდემიამდელ პერიოდს, აქაც ზრდა თითქმის 29 პროცენტია“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაფიქსირებული ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტის ზრდის ტემპზე მაღალია.
„თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4 პროცენტით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24 პროცენტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა – ეს არის დიდი კონტრიბუცია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა მინისტრმა.
თურნავამ აღნიშნა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ყველა პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს, მაგრამ ეს კარგი საფუძველია სიღარიბესთან ბრძოლისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ბევრი სამუშაო ადგილის შექმნისთვის.
21 სექტემბერი 2021, 10:37
საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის ხელისუფლებამ გააფართოვა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მას დაემატა ოთხი კომპონენტი, რომელთაგან ერთ-ერთია პროგრამა „ბიზნეს–ექსპორტი“. ეს პროგრამა მიმართულია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაზე საწარმოების გაფართოებისა და გადაიარაღების, ასევე იმპორტის ადგილობრივი საქონლით ჩანაცვლების გზით.
ახალი ინიციატივით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება მაქსიმუმ 10 წლის ვადით.