საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia„ფაბრიკა 1900"
„ფაბრიკა 1900 - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში შეინიშნება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – მშპ–ის ზრდამ სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,9% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელს ეკონომიკის 6%–ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრზე აისახეწბა. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპებით ლიდერი გახდება – სსფ-ის პროგნოზი
მესამე კვარტალში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში – 11,3%.
2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში შეინიშნება – გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და სხვ.
შემცირება მხოლოდ მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0