ხანგოშვილის საქმე: კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი კატეგორიულად არ ეთანხმება ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მან საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მიიღო, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ასეთ დასკვნასა და ასეთ ფორმულირებას“, — თქვა მან.

მანამდე ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ რუსი ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი) ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ასეთ სასჯელს პროკურატურა მოითხოვდა, რომელსაც მიაჩნია, რომ სოკოლოვმა მკვლელობა „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებების“ დავალებით ჩაიდინა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში ამის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა
განაჩენის გამოტანის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი გამოიძახა და ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე აცნობა. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბერლინის სასამართლოს ვერდიქტი „უკიდურესად არაობიექტურია და პოლიტიკური დაკვეთის ხასიათი აქვს“.

ხანგოშვილის საქმე

გერმანული გამოძიების ვერსიით, ვადიმ სოკოლოვმა 2019 წელს ტირგარტენის პარკში ესროლა ზელიმხან ხანგოშვილს Glock 26-ის მარკის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები 2020 წელს დაიწყო.
გამოძიების ცნობით, სოკოლოვმა „რუსეთის სახელმწიფო უწყებებისგან“ მიიღო გერმანიაში 2016 წლიდან ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება, რომელიც „ჩეჩნურ მილიციას ხელმძღვანელობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ხანგოშვილი „რუსეთის უწყებებმა ტერორისტად შერაცხეს და ტერორისტული დაჯგუფება „კავკასიური საამიროს“ წევრობაში დაადანაშაულეს (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში - რედ.)“.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა მანამდე, ზელიმხან ხანგოშვილი ტერაქტების ორგანიზატორი იყო რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების მხარეს იბრძოდა და ასევე მონაწილეობდა ბესლანის სკოლაზე თავდასხმასა და მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზებაში, რა დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ხანგოშვილის ტერორიზმთან შესაძლო კავშირს იძიებდნენ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა.
ყველა ახალი ამბავი
0