ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი), რომელსაც ბრალად ედება საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.
ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. მისი ვერსიით, მკვლელობა „რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო უწყებების“ დაკვეთით მოხდა.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2020
როდის მიიღებს საქართველო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე

ხანგოშვილის საქმე

გერმანული გამოძიების ვერსიით, ვადიმ სოკოლოვმა 2019 წელს ტირგარტენის პარკში ესროლა ზელიმხან ხანგოშვილს Glock 26-ის მარკის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები 2020 წელს დაიწყო.
გამოძიების ცნობით, სოკოლოვმა „რუსეთის სახელმწიფო უწყებებისგან“ მიიღო გერმანიაში 2016 წლიდან ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება, რომელიც „ჩეჩნურ მილიციას ხელმძღვანელობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ხანგოშვილი „რუსეთის უწყებებმა ტერორისტად შერაცხეს და ტერორისტული დაჯგუფება „კავკასიური საამიროს“ წევრობაში დაადანაშაულეს (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში - რედ.)“.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა მანამდე, ზელიმხან ხანგოშვილი ტერაქტების ორგანიზატორი იყო რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების მხარეს იბრძოდა და ასევე მონაწილეობდა ბესლანის სკოლაზე თავდასხმასა და მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზებაში, რა დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ხანგოშვილის ტერორიზმთან შესაძლო კავშირს იძიებდნენ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა.
ყველა ახალი ამბავი
0