მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი შეშფოთებულია: ჩინეთი ინდოეთთან საზღვარზე სამხედრო ძალებს ზრდის

CC BY-SA 2.0 / Danny Howard / Flagsინდოეთისა და ჩინეთის დროშები
ინდოეთისა და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებულია ჩინეთის სამხედრო ძალების გაზრდით ჰიმალაის სადემარკაციო ხაზთან, რომელიც მას ინდოეთისგან ჰყოფს, იუწყება გამოცემა Foreign Policy ანონიმ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, პეკინმა გასულ თვეში ამ რაიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.

„ინდოელი ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ ბოლო ორიოდე თვეში ჩინეთმა საზღვართან ჯარების მნიშვნელოვან რაოდენობას მოუყარა თავი და უფრო მეტ სწავლებებს ატარებს. ამის გამო გაჩნდა შიშები, რომ პეკინმა შესაძლოა კვლავ იმოქმედოს“, — წერს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მიმომხილველი ჯეკ დეტჩი.

როგორც რეპორტიორი შენიშნავს, ამ დროისათვის გაუგებარია, აპირებენ თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ან პენტაგონი ინდოეთისთვის მეტი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას.
გამოცემის წყაროს თქმით, ვაშინგტონი „ყველა დონეზე თანამშრომლობს“ ნიუ-დელისთან და უფრო აქტიურად უზიარებს მას ჩინეთის ქმედებებთან დაკავშირებულ სადაზვერვო მონაცემებს.
ინდოეთსა და ჩინეთს შორის დიდი ხანია ტერიტორიული დავა მიმდინარეობს ქაშმირის ჩრდილოეთით მდებარე მთიანი ტერიტორიის ნაწილისა და შტატ არუნაჩალ-პრადეშის თითქმის 60 ათასი კვ.კმ ტერიტორიის კუთვნილებასთან დაკავშირებით. 1962 წლის შემოდგომაზე ეს დავა სასაზღვრო ომშიც კი გადაიზარდა.
ფაქტობრივი კონტროლის ხაზი, რომელიც სადავო ტერიტორიებზე ქვეყნებს შორის საზღვარს ცვლის, ლადახის რეგიონზე გადის. ვითარება ინდოეთსა და ჩინეთს შორის ამ რეგიონში 2020 წლის მაისში ისევ გამწვავდა. ტბა პანგონგის რაიონში ორი ქვეყნის სამხედროებს შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ნიუ-დელიმაც და ჩინეთმაც რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერეს.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი ინდოეთის თავდაცვის სამინისტროებმა პანგონგის ტბის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებიდან იქ დისლოცირებული ჯარების გაყვანის თაობაზე განაცხადეს. ამ დროისათვის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდია ჩატარებული.
ყველა ახალი ამბავი
0