https://sputnik-georgia.com/20211215/stoltenbergis-da-garibashvilis-shexvedra-briuselshi-262884258.html
საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა: სტოლტენბერგის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებაზე
საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა: სტოლტენბერგის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღი არც ამჯერად დაასახელა. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T17:10+0400
2021-12-15T17:10+0400
2021-12-15T22:25+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262879997_0:113:1280:834_1920x0_80_0_0_a38bf3180d985ad965a6b6658b94b769.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადაა.„ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად ჩვენ ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.ბრიუსელში სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა დასავლეთსა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე – რუსეთი შეშფოთებულია ნატოს გაფართოების გეგმით. გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა და მოითხოვა „ოფიციალურად უარი ითქვას“ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გეგმაზე. სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღი არ დაასახელა და ისაუბრა რეფორმების შემდგომი გაგრძელების და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და უშიშროების სექტორის ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და პირობა დადო, რომ ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორებისთვის „გადამწყვეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის“ აღმოჩენას. მისი თქმით, ერთობლივი სწავლებებისა და ინფორმაციების ურთიერთგაცვლის დახმარებით ალიანსი მუშაობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. მისი თქმით, ნატო ელოდება, რომ საქართველო „დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება“.რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაზრდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებასაც არ ამტკიცებს.დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რაც „ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“.
https://sputnik-georgia.com/20211201/lavrovi-ruseti-natos-aramegobrul-nabijebze-xistad-ireagirebs-262510282.html
https://sputnik-georgia.com/20211214/ass-evropasi-jarebis-gagzavnis-sakitxs-swavlobs-262835739.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262879997_83:92:1097:853_1920x0_80_0_0_b60f1d29e1c946c0c7e2d7150afa4baa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა: სტოლტენბერგის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებაზე
17:10 15.12.2021 (განახლებულია: 22:25 15.12.2021) სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღი არც ამჯერად დაასახელა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადაა.
„ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად ჩვენ ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბრიუსელში სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა დასავლეთსა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე – რუსეთი შეშფოთებულია ნატოს გაფართოების გეგმით. გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა და მოითხოვა „ოფიციალურად უარი ითქვას“ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გეგმაზე.
სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღი არ დაასახელა და ისაუბრა რეფორმების შემდგომი გაგრძელების და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და უშიშროების სექტორის ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და პირობა დადო, რომ ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორებისთვის „გადამწყვეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის“ აღმოჩენას. მისი თქმით, ერთობლივი სწავლებებისა და ინფორმაციების ურთიერთგაცვლის დახმარებით ალიანსი მუშაობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე.
მისი თქმით, ნატო ელოდება, რომ საქართველო „დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება“.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაზრდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებასაც არ ამტკიცებს.
დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რაც „ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“.