https://sputnik-georgia.com/20211215/salome-zurabisvilma-opozicia-saaxalwlo-mirebaze-miiwvia-262880488.html
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია საახალწლო მიღებაზე მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია საახალწლო მიღებაზე მიიწვია
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურის წინადადებას დათანხმდა. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T16:06+0400
2021-12-15T16:06+0400
2021-12-15T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252361781_0:130:2501:1537_1920x0_80_0_0_3faebc34f3648e14227a71869dd1dd57.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები ხუთშაბათს თავის რეზიდენციაში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება.ოპოზიციური პარტია „ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ მიიღეს პრეზიდენტის მიწვევა და ახლა მათთვის მთავარია შემდგომი ნაბიჯები მის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარტიისთვის პრიორიტეტია ზურაბიშვილის მიერ წამოყენებული თემა.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე... ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება", – განაცხადა დეპუტატმა ფრაქცია „ლელოდან" სალომე სამადაშვილმა.პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დასწრება მიღებაზე აუცილებელია იმისთვის, რომ დიალოგისთვის ელემენტარული რესურსი გამოჩნდეს.როგორც ვაშაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა პრეზიდენტთან დალაპარაკების, რათა გაიგოს, არის თუ არა ის მზად გარკვეული ნაბიჯებისთვის, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თუ არის შესაძლებლობა, რომ რამე მექანიზმი გამოიყენონ, გადადგან რამე ნაბიჯი, ეს უნდა გააკეთონ.მიწვევა ჯერ არ მიუღიათ პარტიებს „მოქალაქეები" და „გირჩი", თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ მალე მიიღებენ.დეპუტატმა პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ მას მიიწვევენ, აუცილებლად დათანხმდება, რათა მას პატიმრებზე და წინასაახალწლოდ მათ გათავისუფლებაზე ესაუბროს.ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მიწვევას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მელია მიწვეულია საახალწლო მიღებაზე.უფრო ადრე მელიამ განაცხადა, რომ შერიგება აზრს კარგავს, სანამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია.თავად სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგი საზოგადოების შესარიგებლად მისი შეხვედრით უნდა დაიწყოს სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურ სალომე ზურაბიშვილთან და მის წინამორბედ გიორგი მარგველაშვილთან. მისი აზრით, ეს შეხვედრა შეიძლება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართოს, სადაც ის ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
https://sputnik-georgia.com/20211210/uzneo-politika-gia-volski-opoziciaze-262765179.html
https://sputnik-georgia.com/20211211/zurabisvilis-winadadebam-politikosebi-orad-gayo-vin-miujdeba-molaparakebis-magidas-262790679.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252361781_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_a8f51b4096bcc56704cd22e3a23ddd7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია საახალწლო მიღებაზე მიიწვია
16:06 15.12.2021 (განახლებულია: 23:56 15.12.2021) ოპოზიციონერების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურის წინადადებას დათანხმდა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები ხუთშაბათს თავის რეზიდენციაში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.
გასულ კვირაში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულების ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიით შეიძლება.
ოპოზიციური პარტია „ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ მიიღეს პრეზიდენტის მიწვევა და ახლა მათთვის მთავარია შემდგომი ნაბიჯები მის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარტიისთვის პრიორიტეტია ზურაბიშვილის მიერ წამოყენებული თემა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე... ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება", – განაცხადა დეპუტატმა ფრაქცია „ლელოდან" სალომე სამადაშვილმა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დასწრება მიღებაზე აუცილებელია იმისთვის, რომ დიალოგისთვის ელემენტარული რესურსი გამოჩნდეს.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა პრეზიდენტთან დალაპარაკების, რათა გაიგოს, არის თუ არა ის მზად გარკვეული ნაბიჯებისთვის, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თუ არის შესაძლებლობა, რომ რამე მექანიზმი გამოიყენონ, გადადგან რამე ნაბიჯი, ეს უნდა გააკეთონ.
მიწვევა ჯერ არ მიუღიათ პარტიებს „მოქალაქეები" და „გირჩი", თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ მალე მიიღებენ.
დეპუტატმა პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ მას მიიწვევენ, აუცილებლად დათანხმდება, რათა მას პატიმრებზე და წინასაახალწლოდ მათ გათავისუფლებაზე ესაუბროს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მიწვევას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მელია მიწვეულია საახალწლო მიღებაზე.
უფრო ადრე მელიამ განაცხადა, რომ შერიგება აზრს კარგავს, სანამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია.
თავად სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგი საზოგადოების შესარიგებლად მისი შეხვედრით უნდა დაიწყოს სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურ სალომე ზურაბიშვილთან და მის წინამორბედ გიორგი მარგველაშვილთან. მისი აზრით, ეს შეხვედრა შეიძლება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართოს, სადაც ის ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.