„უზნეო პოლიტიკა“ – საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას ბრიუსელში წერილის გამო აკრიტიკებს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია და უზნეო პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა უმრავლესობიდან გია ვოლსკიმ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ საქართველოს შვიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰელის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს ღია წერილით მიმართეს. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდ ზიანს აყენებს ევროკავშირი–საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და მოუწოდებს ბრიუსელს, შეახსენოს ქვეყნის მთავრობას ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესახებ.

„არსებობს ტერმინი „უზნეო პოლიტიკა" და ეს არის რეალობა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გერევიან და ფიქრობენ, როგორმე ისეთი ვითარება შეუქმნან ქვეყანას, პრობლემების ისეთი ერთობლიობა შეიკრიბოს, რომელიც საზოგადებას გააღიზიანებს და მათ გაღიზიანებას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს. უზნეობის ეს ხარისხი, არა მგონია, განვითარებული დემოკრატიის მქონე რომელიმე ქვეყნას ახასიათებდეს“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოება დაძაბული იყოს, ოპოზიცია დროდადრო წამოწევს ხოლმე ხან მთავრობაში განხეთქილების თემას, ხან სხვადასხვა სანქციას მოითხოვს.
„რასაც დღეს ვუყურებთ, საბოტაჟის რეჟიმია, რომელიც ჩვენი ოპოზიციის საქმიანობის და მომავლის ხედვის შინაარსს არ ცვლის. მხოლოდ დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება და საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი დახსნა – ამის ირგვლივ ტრიალებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
არჩევნები, პანდემია, სააკაშვილი: სახალხო დამცველმა 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკური ვითარება საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამწვავდა. გამარჯვება თითქმის ყველგან მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. ოპოზიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა, უარი თქვა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე და საპროტესტო უწყვეტი აქციების რეჟიმზე გადავიდა.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის საქართველოში სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, ასევე სისხლის სამართლის სამი საქმის ფიგურანტია.
ყველა ახალი ამბავი
0