https://sputnik-georgia.com/20211215/parlamentma-azartul-tamasebtan-dakavsirebuli-cvlilebebi-pirveli-mosmenit-miiro-262890914.html
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
საქართველოში სათამაშო ბიზნესის მუშაობის წესები იცვლება – ონლაინ-კაზინოებს უახლოეს მომავალში გადასახადების გადახდა მოუწევთ. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T19:55+0400
2021-12-15T19:55+0400
2021-12-15T23:09+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რვა კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი თამაშების სისტემური ელექტრონული მოწყობა დაბეგვრას დაექვემდებარება.დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე 2022 წელს ბიუჯეტს მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილში 127 მლნ ლარით შეავსებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – კიდევ 98 მლნ ლარით.საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. შედგება ასევე ლუდომანების (თამაშზე დამოკიდებულ პირთა) და გარკვეული კატეგორიის პირთა სია, რომელთაც თამაში აეკრძალებათ. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.შედგება მეორე სიაც. მასში შევლენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირები და ასევე სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები.პროექტის ავტორების შეფასებით, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს.კიდევ ერთ შეზღუდვას წარმოადგენს აზარტული თამაშების აკრძალვა როგორ ელექტრონულ გვერდებზე, ისე ტელევიზიით. გამონაკლისი იქნება სპორტული ღონისძიებები და აეროპორტის ზონა.გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის რეკლამა ტელევიზიაში, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.
https://sputnik-georgia.com/20211214/satamaso-biznesis-asociaciis-gancxadeba-262856125.html
https://sputnik-georgia.com/20211129/satamaso-bizness-axal-regulaciebs-uweseben-finansta-ministris-ganmarteba-262464144.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
19:55 15.12.2021 (განახლებულია: 23:09 15.12.2021) საქართველოში სათამაშო ბიზნესის მუშაობის წესები იცვლება – ონლაინ-კაზინოებს უახლოეს მომავალში გადასახადების გადახდა მოუწევთ.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რვა კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი თამაშების სისტემური ელექტრონული მოწყობა დაბეგვრას დაექვემდებარება.
დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.
გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.
კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე 2022 წელს ბიუჯეტს მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილში 127 მლნ ლარით შეავსებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – კიდევ 98 მლნ ლარით.
საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. შედგება ასევე ლუდომანების (თამაშზე დამოკიდებულ პირთა) და გარკვეული კატეგორიის პირთა სია, რომელთაც თამაში აეკრძალებათ. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
შედგება მეორე სიაც. მასში შევლენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირები და ასევე სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები.
პროექტის ავტორების შეფასებით, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს.
კიდევ ერთ შეზღუდვას წარმოადგენს აზარტული თამაშების აკრძალვა როგორ ელექტრონულ გვერდებზე, ისე ტელევიზიით. გამონაკლისი იქნება სპორტული ღონისძიებები და აეროპორტის ზონა.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის რეკლამა ტელევიზიაში, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.