https://sputnik-georgia.com/20211214/satamaso-biznesis-asociaciis-gancxadeba-262856125.html
მარკეტინგული გათვლა თუ ულტიმატუმი მთავრობას? – სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება
მარკეტინგული გათვლა თუ ულტიმატუმი მთავრობას? – სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება
Sputnik საქართველო
სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ახალ საკანონმდებლო პირობებში შეუძლებელი გახდება ქართულ სპორტში ინვესტიციის ჩადება. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T18:58+0400
2021-12-14T18:58+0400
2021-12-14T22:49+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/78/230287839_0:168:2034:1312_1920x0_80_0_0_5b71cea219a139c85add6adf7ecf4bf1.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას ქართული სპორტის სპონსორობაზე, ნათქვამია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პრემიერის ინიციატივით, საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესები გამკაცრდება. პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.ასოციაციაში აცხადებენ, რომ აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩაიდო, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას.ასოციაციაში განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრების გამოყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში.ახალი წესებიფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის დანერგვას.ცვლილებების თანახმად, თანხის გატანისას მიღებული მოგება დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა ჯამში 65-70%-ით გაიზრდება.ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.გარდა ამისა, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. აზარტული თამაშები აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.სავარაუდო გათვლით, ჯამში იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეადგენს.აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.
https://sputnik-georgia.com/20211206/onlain-kazinoebtan-dakavshirebit-kanonproeqti-parlaments-waredgineba-262627943.html
https://sputnik-georgia.com/20211129/satamaso-bizness-axal-regulaciebs-uweseben-finansta-ministris-ganmarteba-262464144.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/78/230287839_31:0:2003:1479_1920x0_80_0_0_613623e6e03c0cedbcce60d3950bfef4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მარკეტინგული გათვლა თუ ულტიმატუმი მთავრობას? – სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება
18:58 14.12.2021 (განახლებულია: 22:49 14.12.2021) სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ახალ საკანონმდებლო პირობებში შეუძლებელი გახდება ქართულ სპორტში ინვესტიციის ჩადება.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას ქართული სპორტის სპონსორობაზე, ნათქვამია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
პრემიერის ინიციატივით, საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესები გამკაცრდება. პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩაიდო, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას.
„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას", – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრების გამოყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის დანერგვას.
ცვლილებების თანახმად, თანხის გატანისას მიღებული მოგება დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა ჯამში 65-70%-ით გაიზრდება.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. აზარტული თამაშები აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
სავარაუდო გათვლით, ჯამში იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეადგენს.
აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.
აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.