https://sputnik-georgia.com/20211215/lipolitik-262882733.html
ლიპოლიტიკი – რა უნდა ვიცოდეთ, თუ კოსმეტიკურ პროცედურას გადავწყვეტთ
ლიპოლიტიკი – რა უნდა ვიცოდეთ, თუ კოსმეტიკურ პროცედურას გადავწყვეტთ
Sputnik საქართველო
თანამედროვე ესთეტიკაში სახისა და სხეულის კორექციაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ამისთვის კი არაერთი პროცედურა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია... 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T16:22+0400
2021-12-15T16:22+0400
2021-12-15T21:58+0400
ინტერვიუ
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262763356_0:71:1200:746_1920x0_80_0_0_0ad5cab5f392a22c69d11feb9fd009df.jpg
ლიპოლიტიკი არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოვიშოროთ სახეზე და სხეულზე არსებული არასასურველი ცხიმი.უფრო დაწვრილებით ლიპოლიტიკის შესახებ კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი-კოსმეტოლოგი ლელა მეფარიშვილი მოგვითხობს და სასურველ რჩევებსაც გაგვიზიარებს.- ლიპოლიტიკები, ეს არის მეზოპრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ზონაში ლოკალურად ჩალაგებული ცხიმის დასაშლელად. ლიპოლიტიკები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ესთეტიკაში არასასურველი ფორმების კორექცისთვის. ეს არის სახის ოვალი, სახის ქვედა მესამედის კორექცია, დიდი ლოყები, ღაბაბი, შესაძლებელია ცხვირის კორექციაც. ასევე გამოიყენება ტანზე, მუცლის, ბარძაყების, თეძოების არეში. ძალიან ხშირად გამოიყენება ე.წ. კლიმაქტერულ კუზზე, ანუ კისრის ქვემოთ დაგროვილი ცხიმის დასაშლელად.პროცედურა კეთდება მიკროინექციებით, ძალიან მცირე ზომის ნემსით. მიკროპაპულკებით, ერთი სანტიმეტრის დაშორებით კეთდება ლოკალურად ცხიმის დაშლა.- პროცედურა უმტკივნეულოა?- დიახ, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ზოგადად შეგვიძლია გამოვიყენოთ აპლიკაციური ანესთეზია, მაგალითად, ლიდოკაინის საცხი, მაგრამ პროცედურა, როგორც მოგახსენეთ, უმტკივნეულოა და ძალიან ბევრ პაციენტთან გაყუჩების გარეშე ვაკეთებთ. ინექციური გაყუჩება ამას არ სჭირდება.- რამდენი სახის ლიპოლიტიკი არსებობს?- ლიპოლიტიკები არის პირდაპირი და არაპირდაპირი. არაპირდაპირი შედარებით მსუბუქია, პირდაპირი კი უფრო აგრესიული და შედეგიც უფრო სწრაფად დგება. არის კიდევ სხვადასხვა სახის ლიპოლიტიკები, თუმცა აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ის განსაზღვრავს რომელი ლიპოლიტიკია საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. მდგომარეობა ფასდება ინდივიდუალურად და ამის შემდეგ გადაწყდება რომელი ლიპოლიტიკია საჭირო.- რამდენი პროცედურაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად?- საშუალოდ 4-6 პროცედურა სრულებით საკმარისია.- ინექციის დროს რა ხდება ორგანიზმში, რის ხარჯზე ხდება ცხიმის წვა?- მე პირადად გადავედი ფერმენტულ პრეპარატზე, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. არის ლიპაზა, ჰიალურონი და კოლაგენაზა. ლიპაზა ცხიმს შლის ლოკალურად და შემდეგ ის ორგანიზმიდან გამოიდევნება ლიმფის საშუალებით. ასევეა ჰიალურონი, რომელიც ზედმეტ სითხეს გამოდევნის და კოლაგენოზა, რომელიც ძველ კოლაგენს შლის და წარმოქმნის ახალს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კანი შემდეგში იქნება მოჭიმული, დაიშლება ზედმეტი ცხიმი და გაუმჯობესდება კონტურები, რელიეფი.- მუცლის შემთხვევაში როგორ ხედება? ინექციის გარდა ვარჯიშები ან მასაჟები თუა საჭირო?- პროცედურა ძალიან კარგია მუცელზე, ბარძაყებზე, ასევე ცელულიტის დროს. აქაც შესაძლებელია ლიპოლიტიკების გამოყენება, თუმცა ექიმმა უნდა დაადგინოს, რომელი ლიპოლიტიკი გამოიყენოს. შედეგი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ პროცედურები მიმდინარეობს კომპლექსურად - ვვარჯიშობთ, ვიკეთებთ მასაჟს. ეს არის იდეალური ვარიანტი. ან შესაძლოა შემდეგ კრავიტაცია გავიკეთოთ. კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში უფრო სწარაფად დადგება შედეგი.- რა სიხშირით კეთდება პროცედურები?- სასურველია ორ კვირაში ერთხელ, გააჩნია რომელი ლიპოლიტიკი შევარჩიეთ. პროცედურის შემდეგ არ არის საჭირო რეაბილიტაცია, არ გამოიხატება ტკივილები, ჰემატომები და ა.შ.- რა ასაკიდან არის დაშვებული ლიპოლიტიკის გაკეთება?- 18 წლიდან უკვე დაშვებულია.- რა დროს არის დაუშვებელი პროცედურის ჩატარება?- ლიპოლიტიკის გაკეთება არ შეიძლება ორსულობის, ლაქტაციის, ონკოლოგიური დაავადებების, მწვავე, ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე კანზე ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში, სისხლის შედედების პრობლემის დროს. თუ პაციენტი არის ალერგიული, უნდა მოხდეს სინჯის გაკეთება. მართალია ლიპოლიტიკები არ გამოირჩევა განსაკუთრებული ალერგიულობით, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით აუცილებელია სინჯის გაკეთება.სწორად და ზუსტად შერჩეული პრეპარატის შემთხვევაში პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობა შედეგი.
https://sputnik-georgia.com/20201110/mitebi-kosmetikur-sashualebebze-249989269.html
https://sputnik-georgia.com/20200702/bavshvebi-da-kosmetoka-248877740.html
https://sputnik-georgia.com/20191204/rogor-movuaroT-kans-zamTarSi-247181840.html
https://sputnik-georgia.com/20180821/soapia-qartuli-naturaluri-kosmetika-241777319.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262763356_113:0:1200:815_1920x0_80_0_0_41df668dc5ab357b70bd2c491b6894c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
ინტერვიუ, სასარგებლო რჩევები
ინტერვიუ, სასარგებლო რჩევები
ლიპოლიტიკი – რა უნდა ვიცოდეთ, თუ კოსმეტიკურ პროცედურას გადავწყვეტთ
16:22 15.12.2021 (განახლებულია: 21:58 15.12.2021) თანამედროვე ესთეტიკაში სახისა და სხეულის კორექციაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ამისთვის კი არაერთი პროცედურა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ლიპოლიტიკი.
ლიპოლიტიკი არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოვიშოროთ სახეზე და სხეულზე არსებული არასასურველი ცხიმი.
უფრო დაწვრილებით ლიპოლიტიკის შესახებ კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი-კოსმეტოლოგი ლელა მეფარიშვილი მოგვითხობს და სასურველ რჩევებსაც გაგვიზიარებს.
- ლიპოლიტიკები, ეს არის მეზოპრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ზონაში ლოკალურად ჩალაგებული ცხიმის დასაშლელად. ლიპოლიტიკები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ესთეტიკაში არასასურველი ფორმების კორექცისთვის. ეს არის სახის ოვალი, სახის ქვედა მესამედის კორექცია, დიდი ლოყები, ღაბაბი, შესაძლებელია ცხვირის კორექციაც. ასევე გამოიყენება ტანზე, მუცლის, ბარძაყების, თეძოების არეში. ძალიან ხშირად გამოიყენება ე.წ. კლიმაქტერულ კუზზე, ანუ კისრის ქვემოთ დაგროვილი ცხიმის დასაშლელად.
პროცედურა კეთდება მიკროინექციებით, ძალიან მცირე ზომის ნემსით. მიკროპაპულკებით, ერთი სანტიმეტრის დაშორებით კეთდება ლოკალურად ცხიმის დაშლა.
- პროცედურა უმტკივნეულოა?
- დიახ, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ზოგადად შეგვიძლია გამოვიყენოთ აპლიკაციური ანესთეზია, მაგალითად, ლიდოკაინის საცხი, მაგრამ პროცედურა, როგორც მოგახსენეთ, უმტკივნეულოა და ძალიან ბევრ პაციენტთან გაყუჩების გარეშე ვაკეთებთ. ინექციური გაყუჩება ამას არ სჭირდება.
- რამდენი სახის ლიპოლიტიკი არსებობს?
- ლიპოლიტიკები არის პირდაპირი და არაპირდაპირი. არაპირდაპირი შედარებით მსუბუქია, პირდაპირი კი უფრო აგრესიული და შედეგიც უფრო სწრაფად დგება. არის კიდევ სხვადასხვა სახის ლიპოლიტიკები, თუმცა აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ის განსაზღვრავს რომელი ლიპოლიტიკია საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. მდგომარეობა ფასდება ინდივიდუალურად და ამის შემდეგ გადაწყდება რომელი ლიპოლიტიკია საჭირო.
- რამდენი პროცედურაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად?
- საშუალოდ 4-6 პროცედურა სრულებით საკმარისია.
- ინექციის დროს რა ხდება ორგანიზმში, რის ხარჯზე ხდება ცხიმის წვა?
- მე პირადად გადავედი ფერმენტულ პრეპარატზე, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. არის ლიპაზა, ჰიალურონი და კოლაგენაზა. ლიპაზა ცხიმს შლის ლოკალურად და შემდეგ ის ორგანიზმიდან გამოიდევნება ლიმფის საშუალებით. ასევეა ჰიალურონი, რომელიც ზედმეტ სითხეს გამოდევნის და კოლაგენოზა, რომელიც ძველ კოლაგენს შლის და წარმოქმნის ახალს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კანი შემდეგში იქნება მოჭიმული, დაიშლება ზედმეტი ცხიმი და გაუმჯობესდება კონტურები, რელიეფი.
- მუცლის შემთხვევაში როგორ ხედება? ინექციის გარდა ვარჯიშები ან მასაჟები თუა საჭირო?
- პროცედურა ძალიან კარგია მუცელზე, ბარძაყებზე, ასევე ცელულიტის დროს. აქაც შესაძლებელია ლიპოლიტიკების გამოყენება, თუმცა ექიმმა უნდა დაადგინოს, რომელი ლიპოლიტიკი გამოიყენოს. შედეგი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ პროცედურები მიმდინარეობს კომპლექსურად - ვვარჯიშობთ, ვიკეთებთ მასაჟს. ეს არის იდეალური ვარიანტი. ან შესაძლოა შემდეგ კრავიტაცია გავიკეთოთ. კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში უფრო სწარაფად დადგება შედეგი.
- რა სიხშირით კეთდება პროცედურები?
- სასურველია ორ კვირაში ერთხელ, გააჩნია რომელი ლიპოლიტიკი შევარჩიეთ. პროცედურის შემდეგ არ არის საჭირო რეაბილიტაცია, არ გამოიხატება ტკივილები, ჰემატომები და ა.შ.
- რა ასაკიდან არის დაშვებული ლიპოლიტიკის გაკეთება?
- 18 წლიდან უკვე დაშვებულია.
- რა დროს არის დაუშვებელი პროცედურის ჩატარება?
- ლიპოლიტიკის გაკეთება არ შეიძლება ორსულობის, ლაქტაციის, ონკოლოგიური დაავადებების, მწვავე, ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე კანზე ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში, სისხლის შედედების პრობლემის დროს. თუ პაციენტი არის ალერგიული, უნდა მოხდეს სინჯის გაკეთება. მართალია ლიპოლიტიკები არ გამოირჩევა განსაკუთრებული ალერგიულობით, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით აუცილებელია სინჯის გაკეთება.
სწორად და ზუსტად შერჩეული პრეპარატის შემთხვევაში პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობა შედეგი.