ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ

© photo: courtesy of Tamar Urushadzeნატურალური კოსმეტიკა
ნატურალური კოსმეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სილამაზე მათგან მსხვერპლს მოითხოვს და იმისთვის, რომ მუდამ მშვენიერები დარჩნენ, ბევრ რამეზე მიდიან. ხარჯავენ უამრავ ფულს, ყიდულობენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას...

სინამდვილეში უამრავი ჩვევა თუ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალება, რაც სრულყოფილი გარეგნობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული, სულაც არ არის პანაცეა. მეტიც, ვფლანგავთ უამრავ ფულს იმაში, რაც საერთოდ არ გვჭირდება და უბრალოდ კომპანიების მარკეტინგული ხრიკებია.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ მითებს, რომლებსაც კოსმეტიკური კომპანიები წარმატებით გვაჯერებენ და „გვაიძულებენ“ ვიყიდოთ ის ძვირადღირებული პროდუქცია, რის გარეშეც მშვენივრად გავაგრძელებთ ცხოვრებას და არც ჩვენს სილამაზეს დააკლდება რამე.

© AFP 2024 / Kim Jae-Hwanპომადა
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
პომადა

მითი N1: რაც უფრო ცნობილი ბრენდია, მით უკეთესი ეფექტი აქვს

კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობა მთლიანად განისაზღვრება მისი ქიმიური შემადგენლობით. არც ბრენდს, არც მაღაზიას, რომელიც ყიდის მას, და არც მის ფასს არანაირი გავლენა არ აქვს მის სარგებლიანობასა და ხარისხზე.

© Pixabay / Engin_Akyurtკოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის

მითი N2: დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური პროდუქცია

არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხართ თუ ხანში შესული, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი სახის კანი გაქვთ და გამოიყენოთ შესაბამისი პროდუქცია. სამწუხაროდ, კანის კრემი, რომელიც ხელს უშლის დაბერებას, არ არსებობს. სინამდვილეში დაბერების საწინააღმდეგო კრემი, რასაც კომპანია ყიდის, მხოლოდ და მხოლოდ კანს უნარჩუნებს მოქნილობას, ებრძვის პიგმენტაციას და ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ასევე თვალის კრემი არანაირად არ განსხვავდება სახის კრემისგან. ეს ზუსტად იგივე პროდუქტია, უფრო პატარა ქილაში, და ბევრად უფრო მაღალ ფასად. ერთადერთი, შეფუთვაზე დაწერილი გაფრთხილება - „ერიდეთ თვალებთან კონტაქტს“ ნამდვილად სიმართლეა.

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიანტიცელულიტური პროცედურა
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
ანტიცელულიტური პროცედურა

მითი N3: კრემი დაგეხმარებათ ცელულიტის მოცილებაში
ეს რომ მართალი იყოს, მოდელები Photoshop-ს გამოიყენებდნენ? დღეისათვის არ არსებობს ისეთი კოსმეტიკური პროდუქტი და კრემი, რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტის მოცილებაში. შესაძლებელია, დიეტამ და ვარჯიშმა გავლენა მოახდინოს ცხიმოვანი ცელულოზის რაოდენობაზე, რომელიც კანის ქვეშ გროვდება, მაგრამ ვერც ერთი კოსმეტიკური პროდუქტი ვერ გააქრობს მას.

CC BY 2.0 / Flickr/ fhotels / Spa Solariumმეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
მეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე

მითი N4: რუჯის მიღება უსაფრთხოა
ეს ეხება როგორც პლაჟზე გარუჯვას, ასევე სოლარიუმს. ის უსაფრთხო არასოდესაა კანისთვის. თუ გსურთ მიმზიდველი ფერის მიღება, უბრალოდ გამოიყენეთ რუჯის სპრეი.

© FB/ გიშერი • Gisheriქართული ორგანული კოსმეტიკა
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
ქართული ორგანული კოსმეტიკა

მითი N5: ორგანული პროდუქტები უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი
ორგანული პროდუქტები მხოლოდ მარკეტინგული მეთოდია. კოსმეტიკაში ბუნებრივი პროდუქტების არსებობა  გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე. ე.წ. ორგანული კოსმეტიკა შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო, რადგან არ შეიცავს ქიმიკატებს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი რაიმე სუპერპროდუქტია. უფრო მეტიც, მისი დამამზადებლები არასდროს გეტყვიან, რომ ასეთი პროდუქტების ორგანული ინგრედიენტების შესანარჩუნებლად სხვა სახის ქიმიკატებსაც იყენებენ.

CC BY-SA 2.0 / Lars Plougmann / All shall be revealedქალი სახის კოსმეტიკური ნიღბით
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
ქალი სახის კოსმეტიკური ნიღბით

მითი N6: კრემები დაგეხმარებათ პატარა ნაოჭების მოცილებაში
არ არსებობს კოსმეტიკური პროდუქტი, რომელსაც შეუძლია მთლიანად მოგაშოროთ სტრიები, ნაოჭები, ან თვალების ქვეშ მუქი წრეები გაგიქროთ. ასე რომ, არ წამოეგოთ ამ მარკეტინგულ ხრიკს.

© photo: Sputnikპლიაჟი
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
პლიაჟი

მითი N7: მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სანაპიროზე
აღმოჩნდა, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ თავიდან აიცილოთ ნაოჭების გაჩენა, კოლაგენის დაკარგვა და კანს შეუნარჩუნოთ ელასტიკურობა. გამოიყენეთ შემოდგომაზე და ზამთარშიც კი. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი კრემი SPF-ით ან ტონალური კრემი SPF-ით.

CC0 / Pixabay / ჰიგიენის საშუალებები
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
ჰიგიენის საშუალებები

მითი N8: შამპუნს შეუძლია შეაჩეროს თმის ცვენა
მიუხედავად იმისა, რა შეიძლება დაწეროს კომპანიამ შამპუნის ბოთლზე, ის გავლენას ვერ მოახდენს თქვენი თმის მდგომარეობაზე. მისი ერთადერთი ფუნქციაა თმის გასუფთავება. არც ბრენდი და არც ფასი არ არის მნიშვნელოვანი. როგორ ეგზოტიკურ პროდუქტსაც არ უნდა შეიცავდეს, შამპუნი იმდენად მცირე ხანს ჩერდება თმაზე, რომ სრულყოფილად ვერ ხდება მისი ათვისება. თმის მოვლის საიდუმლო კონდიციონერებისა და სპეციალური თმის ნიღბების გამოყენებაში იმალება.

© Sputnik / Alexander Imedashviliთმის საღებავები
ცხრა მითი, რომელსაც კოსმეტიკური კომპანიები გვაჯერებენ - Sputnik საქართველო
თმის საღებავები

მითი N9: თმის საღებავი თმას არ დაგიზიანებთ
თანამედროვე და ძვირადღირებული საღებავი თმას აცლის ბუნებრივ პიგმენტს და ანაცვლებს მას სხვა ფერით. ასეთი ფერი რამდენიმე თვის განმავლობაში ძლებს, ხოლო სუსტი საღებავები დაახლოებით ერთი-ორი კვირის განმავლობაში რჩება. ასე რომ, რომელი არ აზიანებს თქვენს თმას? ის, რომელიც არ ანადგურებს თმის ბუნებრივ პიგმენტს.

და, ბოლოს, ფრანგ მწერალს ფრედერიკ ბეგბედერს რომ დავესეხოთ, მომხმარებლები ილუზიას ვიქმნით, რომ დღევანდელ პირობებში არჩევანი დიდია და პროდუქტს სურვილისამებრ ვყიდულოთ. სინამდვილეში კი სარეკლამო აგენტები რეკლამის საშუალებით კარგად შეფუთულ უხარისხო ნაწარმს მუდმივად წარმატებით გვტენიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0