https://sputnik-georgia.com/20211215/baidenma-antirusuli-koalicia-ver-sekra-262880933.html
მოსაზრება: ბაიდენმა ანტირუსული კოალიცია ვერ შეკრა
მოსაზრება: ბაიდენმა ანტირუსული კოალიცია ვერ შეკრა
Sputnik საქართველო
დმიტრი კოსირევი 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T15:26+0400
2021-12-15T15:26+0400
2021-12-15T20:59+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262816757_0:0:2529:1423_1920x0_80_0_0_2b7465ea49bf84d54911a056331abcc1.jpg
დმიტრი კოსირევირუსეთი ოთხი დღე ითმენდა და ელოდებოდა: იქნებ უქმეებმა შეუშალა ხელი მსოფლიო მასმედიას, რომ მასობრივად შეექოთ „დემოკრატიის სამიტის“ დიდებული მოვლენა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვის დროით პარასკევსა და შაბათს მოაწყო? მაგრამ არც შაბათ-კვირის შემდეგ არ შეინიშნება მჭევრმეტყველებათა შადრევანი.საძიებო სისტემები კარგად ეხმაურება მოთხოვნებს ამ სამიტის თაობაზე, მაგრამ ისინი იმის მხოლოდ 80 პროცენტს იძლევიან, რაც სამიტის დაწყებამდე ითქვა. რა ითქვა — ამას ქვემოთ გავიხსენებთ, მანამდე კი აღვნიშნავთ ფაქტს, რომ ჭკვიანური გრძელი მასალები იმის შესახებ, თუ რა კარგი იყო, რომ 110 ქვეყნის ლიდერებს ერთი-მეორის მიყოლებით აიძულებდნენ დემოკრატიის სასარგებლოდ წარმოეთქვათ სიტყვები, უნიკალურად ცოტაა.ამას მარცხი ჰქვია. მძიმე მარცხი. თუმცა საკითხავია, რა უნდოდათ მათ სინამდვილეში. თუ სურდათ ეთქვათ, რომ დემოკრატია სამუდამოდ ცოცხალია და რომ ახლა ნახევარი მსოფლიო მხრებს შეიბერტყავს და გააახალგაზრდავებს მას, ეს ითქვა. კი ითქვა, მაგრამ საპასუხოდ დუმილი მიიღეს, რომლის უკანაც ერთი აზრი იმალება: მოსაწყენია. მოვლენა არ არსებობს. საუწყებელი და დასაწერი არაფერია.გავიხსენოთ მასობრივი ღონისძიებები... ვთქვათ, ვლადიმირ ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით. მთელი ქვეყნისა და სოციალისტური ბანაკის მასშტაბით იმართებოდა კრებები, სხდომები და კონცერტები რუსული ხალხური ინსტრუმენტებით, იღებდნენ ფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს. შედეგი – იგივე: მოსაწყენი. იმის გამო, რომ ამ გუნდში არაფერი ნათელი არ ციმციმებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო ადამიანი იყო. ამერიკელებს კი ადამიანი კი არა, ფილოსოფიური კატეგორია აქვთ, თუ არა ტოტალიტარული რელიგია.აი ახლა გავიხსენოთ, რას ამბობდა მსოფლიო მედია ამ მოვლენის წინ. ეს ემოციების ქარიშხალი იყო. პირველ რიგში კი იმას აღნიშნავდნენ, რომ ამერიკელმა დემოკრატებმა თვითონვე შეიყვანეს თავი ხაფანგში. თუ სიის ამოკითხვაში ყველას (დაახლოებით 200 აღიარებული და არაღიარებული სახელმწიფო) აიძულებენ მონაწილეობას, ეს გაერო იქნება. თუ მხოლოდ დაპატენტებულ დემოკრატებს მოუყრიან თავს, მაშინ სექტანტების გროვა გამოვა უიმედოდ ავტორიტარულ მსოფლიოში.რას იზამ, ორგანიზატორები ხაფანგში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი 110 ქვეყნით ორ უკიდურესობას შორის ჰაერში გამოეკიდნენ. მიწვეულთა სია ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. აზიის სახელმწიფოებიდან მიიწვიეს, მაგალითად, ფილიპინები — მათი მოსკანდალე პრეზიდენტით, მაგრამ არ დაუძახეს სრულიად პროდასავლურ სინგაპურს. და ასე იყო ყველა რეგიონში. ამ ღონისძიებაზე დაუპატიჟებელმა რუსეთმა და ჩინეთმა უპირველესად ყველაზე თვალში მოსახვედრი აღნიშნეს: მსოფლიოს გაყოფა და კინკლაობის გამოწვევა სურდათ. მიიღეს კიდეც.საინტერესოდ გამოვიდა სამიტის ალტერნატიულ იდეასთან დაკავშირებითაც. ეს ყველაზე უკეთ გამოცემა Politico-მ აღნიშნა, მისცა რა სიტყვა სუპერდემოკრატებს. რუსეთიდან ეს ლილია შევცოვა და ვლადიმირ მილოვი იყვნენ. სხვა ქვეყნებიდანაც რაღაც ამათი მსგავსი. თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანების ამ „პერეკლიჩკას“ კარგი სათაური ჰქონდა: „ბაიდენის სამიტი დემოკრატიას ვერ იხსნის. 18 ალტერნატიული იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეკეთდეს ის“.და ეს გამომსვლელები ამერიკას აგინებენ, ადანაშაულებენ მას იმაში, რომ არ ანადგურებს ანტიდემოკრატებს მთელ მსოფლიოში ისე, როგორც საჭიროა, რომ არც საამისოდ იძლევა ფულს და არც ავიამზიდებისთვის. ყველა ისედაც ცხადს ამბობს. სხვათა შორის, ბაიდენმაც გამოთქვა ეს აზრი — რომ დემოკრატიის მკურნალობა თავად შეერთებული შტატებიდან უნდა დაიწყოს. მაგრამ გამოსვლების წასაკითხად მაღალი თანამდებობის პირებს კი არ უნდა დაუძახონ, არამედ მათ მენტორებს. აი, იმათ — პროფესიონალ დემოკრატებს.ამაშია პასუხი კითხვაზეც – მაინც რატომ გადაწყვიტეს ამ ვიდეო-„პერეკლიჩკის“ მოწყობა, მიუხედავად სიტუაციის აბსურდულობისა: იმიტომ რომ მეტი დუმილი აღარ შეიძლებოდა. აღარც ის, რასაც აშშ-ში, მოკავშირეთა ჯგუფთან ერთად, ჯერ კიდევ უწოდებენ დემოკრატიას.ეს რაღაც, მათივე აღიარებით, მთელ მსოფლიოში უკან იხევს. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც სწორი ფასეულობების აღიარებული გურუები ავტორიტარულთა და კიდევ უარესების სიაში წერენ. აქ რაღაც შეჯანჯღარებაა საჭირო, რომელიც პაციენტის ავადმყოფად აღიარებით უნდა დაიწყოს. ანუ, ჩვენ წინაშეა დასავლეთის ტოტალიტარული რელიგიის ჩავარდნა და ასევე დაპირება, რომ ვითარებას მალე რაღაცას მოუხერხებენ.საკითხავი ისაა, კერძოდ, რას. გასაგებია, რომ მხოლოდ მოსაწყენი გამოსვლების ჯაჭვი, რომელსაც არც არავინ ციტირებდა, არაფერს იძლევა. ამიტომ აშშ-ში დემოკრატების ხელისუფლებას ეს „კონცერტი“ პირველ ნაბიჯად მიაჩნია რაღაც სასარგებლოსკენ — განახლებული ალიანსის მსგავსისკენ, ოღონდ გაუგებარია, ვისი ალიანსისკენ. ერთი წლის შემდეგ სწორ ადამიანებს კვლავ შეკრებენ და მაშინ ყველაფერი უფრო კონკრეტული იქნება. მათ შორის, სტუმრების სიაც.მანამდე კი, როგორც ირკვევა, აშშ-ის ადმინისტრაციამ ლიდერობის წარმოსაჩენად სამიტისთვის საერთაშორისო პროგრამების მთელი თაიგული მოამზადა, რომელთაგან ზოგისთვის უკვე თანხაცაა გამოყოფილი. ყველაფერს ერთად „დემოკრატიული განახლების საპრეზიდენტო პროგრამა“ ეწოდება.მასში აღნიშნულია: „თავისუფალი და დამოუკიდებელი მასმედიის“ მხარდაჭერა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატი რეფორმატორების მხარდაჭერა, ტექნოლოგიების (პირველ რიგში, საინფორმაციო) პოპულარიზაცია დემოკრატიისთვის, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ დაცვა.და აქ იბადება მარტივი და აშკარა კითხვა: რას აკეთებდა ეს აუდიტორია ათეული წლების განმავლობაში? – იმავეს. ისინი ფულს ურიგებდნენ თავიანთ დანიშნულებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდნენ თავიანთი მთავრობების წინააღმდეგ, ასახელებდნენ რა მათ კორუმპირებულად. საინფორმაციო ომებს აწარმოებდნენ ინტერნეტში, არ ცნობდნენ არავის და არანაირ არჩევნებს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება ახლა შეიცვალოს, ეს ისაა, რომ დემოკრატობის ყველა მსურველი აიძულონ, საკუთარი ფული დახარჯოს ამ საკმაოდ ძველი პოლიტიკის მხარდასაჭერად. მაგრამ ეს ხომ ისედაც ასე კეთდება, სადაც შესაძლებელია.დავამატებთ, რომ ყველასა და თითოეულისთვის დემოკრატიის სწორი მოდელის ძალადობრივად დაწესებამ ორ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველი: მსოფლიოში ყველაზე მოდური იდეოლოგია ამჟამად, რომელიც მხიარულ და გააფთრებულ კამათებს იწვევს თავისიანებს შორის — ეს სხვადასხვა შეფერილობის კონსერვატიზმია, რომელიც მარტივ ფორმულამდე დადის: შეეშვით ხალხს თქვენი ტვინის გამორეცხვით და მიეცით უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ. მეორე შედეგზე კი უკვე ითქვა: რატომღაც ახლა ყველას ესმის, რომ დემოკრატიის საფარქვეშ ხალხს აუტანლად მოსაწყენ საღეჭ რეზინს ახვევენ თავს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211209/amerikasi-rusetze-gamafrtxilebeli-dartymis-mitana-moitxoves-262709858.html
https://sputnik-georgia.com/20210611/mosazreba-baideni-daazustebs-aris-Tu-ara-ruseTi-TviTmkvlelobisTvis-251997379.html
https://sputnik-georgia.com/20211209/dasavlets-esiniaromputini-sabwota-kavsirs-aradgens-262724062.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262816757_0:0:2023:1517_1920x0_80_0_0_1a24777fa79b6acb3095ebe328ae6c7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთი ოთხი დღე ითმენდა და ელოდებოდა: იქნებ უქმეებმა შეუშალა ხელი მსოფლიო მასმედიას, რომ მასობრივად შეექოთ „დემოკრატიის სამიტის“ დიდებული მოვლენა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვის დროით პარასკევსა და შაბათს მოაწყო? მაგრამ არც შაბათ-კვირის შემდეგ არ შეინიშნება მჭევრმეტყველებათა შადრევანი.
საძიებო სისტემები კარგად ეხმაურება მოთხოვნებს ამ სამიტის თაობაზე, მაგრამ ისინი იმის მხოლოდ 80 პროცენტს იძლევიან, რაც სამიტის დაწყებამდე ითქვა. რა ითქვა — ამას ქვემოთ გავიხსენებთ, მანამდე კი აღვნიშნავთ ფაქტს, რომ ჭკვიანური გრძელი მასალები იმის შესახებ, თუ რა კარგი იყო, რომ 110 ქვეყნის ლიდერებს ერთი-მეორის მიყოლებით აიძულებდნენ დემოკრატიის სასარგებლოდ წარმოეთქვათ სიტყვები, უნიკალურად ცოტაა.
ამას მარცხი ჰქვია. მძიმე მარცხი. თუმცა საკითხავია, რა უნდოდათ მათ სინამდვილეში. თუ სურდათ ეთქვათ, რომ დემოკრატია სამუდამოდ ცოცხალია და რომ ახლა ნახევარი მსოფლიო მხრებს შეიბერტყავს და გააახალგაზრდავებს მას, ეს ითქვა. კი ითქვა, მაგრამ საპასუხოდ დუმილი მიიღეს, რომლის უკანაც ერთი აზრი იმალება: მოსაწყენია. მოვლენა არ არსებობს. საუწყებელი და დასაწერი არაფერია.
გავიხსენოთ მასობრივი ღონისძიებები... ვთქვათ, ვლადიმირ ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით. მთელი ქვეყნისა და სოციალისტური ბანაკის მასშტაბით იმართებოდა კრებები, სხდომები და კონცერტები რუსული ხალხური ინსტრუმენტებით, იღებდნენ ფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს. შედეგი – იგივე: მოსაწყენი. იმის გამო, რომ ამ გუნდში არაფერი ნათელი არ ციმციმებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო ადამიანი იყო. ამერიკელებს კი ადამიანი კი არა, ფილოსოფიური კატეგორია აქვთ, თუ არა ტოტალიტარული რელიგია.
აი ახლა გავიხსენოთ, რას ამბობდა მსოფლიო მედია ამ მოვლენის წინ. ეს ემოციების ქარიშხალი იყო. პირველ რიგში კი იმას აღნიშნავდნენ, რომ ამერიკელმა დემოკრატებმა თვითონვე შეიყვანეს თავი ხაფანგში. თუ სიის ამოკითხვაში ყველას (დაახლოებით 200 აღიარებული და არაღიარებული სახელმწიფო) აიძულებენ მონაწილეობას, ეს გაერო იქნება. თუ მხოლოდ დაპატენტებულ დემოკრატებს მოუყრიან თავს, მაშინ სექტანტების გროვა გამოვა უიმედოდ ავტორიტარულ მსოფლიოში.
რას იზამ, ორგანიზატორები ხაფანგში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი 110 ქვეყნით ორ უკიდურესობას შორის ჰაერში გამოეკიდნენ. მიწვეულთა სია ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. აზიის სახელმწიფოებიდან მიიწვიეს, მაგალითად, ფილიპინები — მათი მოსკანდალე პრეზიდენტით, მაგრამ არ დაუძახეს სრულიად პროდასავლურ სინგაპურს. და ასე იყო ყველა რეგიონში. ამ ღონისძიებაზე დაუპატიჟებელმა რუსეთმა და ჩინეთმა უპირველესად ყველაზე თვალში მოსახვედრი აღნიშნეს: მსოფლიოს გაყოფა და კინკლაობის გამოწვევა სურდათ. მიიღეს კიდეც.
საინტერესოდ გამოვიდა სამიტის ალტერნატიულ იდეასთან დაკავშირებითაც. ეს ყველაზე უკეთ გამოცემა Politico-მ აღნიშნა, მისცა რა სიტყვა სუპერდემოკრატებს. რუსეთიდან ეს ლილია შევცოვა და ვლადიმირ მილოვი იყვნენ. სხვა ქვეყნებიდანაც რაღაც ამათი მსგავსი. თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანების ამ „პერეკლიჩკას“ კარგი სათაური ჰქონდა: „ბაიდენის სამიტი დემოკრატიას ვერ იხსნის. 18 ალტერნატიული იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეკეთდეს ის“.
და ეს გამომსვლელები ამერიკას აგინებენ, ადანაშაულებენ მას იმაში, რომ არ ანადგურებს ანტიდემოკრატებს მთელ მსოფლიოში ისე, როგორც საჭიროა, რომ არც საამისოდ იძლევა ფულს და არც ავიამზიდებისთვის. ყველა ისედაც ცხადს ამბობს. სხვათა შორის, ბაიდენმაც გამოთქვა ეს აზრი — რომ დემოკრატიის მკურნალობა თავად შეერთებული შტატებიდან უნდა დაიწყოს. მაგრამ გამოსვლების წასაკითხად მაღალი თანამდებობის პირებს კი არ უნდა დაუძახონ, არამედ მათ მენტორებს. აი, იმათ — პროფესიონალ დემოკრატებს.
ამაშია პასუხი კითხვაზეც – მაინც რატომ გადაწყვიტეს ამ ვიდეო-„პერეკლიჩკის“ მოწყობა, მიუხედავად სიტუაციის აბსურდულობისა: იმიტომ რომ მეტი დუმილი აღარ შეიძლებოდა. აღარც ის, რასაც აშშ-ში, მოკავშირეთა ჯგუფთან ერთად, ჯერ კიდევ უწოდებენ დემოკრატიას.
ეს რაღაც, მათივე აღიარებით, მთელ მსოფლიოში უკან იხევს. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც სწორი ფასეულობების აღიარებული გურუები ავტორიტარულთა და კიდევ უარესების სიაში წერენ. აქ რაღაც შეჯანჯღარებაა საჭირო, რომელიც პაციენტის ავადმყოფად აღიარებით უნდა დაიწყოს. ანუ, ჩვენ წინაშეა დასავლეთის ტოტალიტარული რელიგიის ჩავარდნა და ასევე დაპირება, რომ ვითარებას მალე რაღაცას მოუხერხებენ.
საკითხავი ისაა, კერძოდ, რას. გასაგებია, რომ მხოლოდ მოსაწყენი გამოსვლების ჯაჭვი, რომელსაც არც არავინ ციტირებდა, არაფერს იძლევა. ამიტომ აშშ-ში დემოკრატების ხელისუფლებას ეს „კონცერტი“ პირველ ნაბიჯად მიაჩნია რაღაც სასარგებლოსკენ — განახლებული ალიანსის მსგავსისკენ, ოღონდ გაუგებარია, ვისი ალიანსისკენ. ერთი წლის შემდეგ სწორ ადამიანებს კვლავ შეკრებენ და მაშინ ყველაფერი უფრო კონკრეტული იქნება. მათ შორის, სტუმრების სიაც.
მანამდე კი, როგორც ირკვევა, აშშ-ის ადმინისტრაციამ ლიდერობის წარმოსაჩენად სამიტისთვის საერთაშორისო პროგრამების მთელი თაიგული მოამზადა, რომელთაგან ზოგისთვის უკვე თანხაცაა გამოყოფილი. ყველაფერს ერთად „დემოკრატიული განახლების საპრეზიდენტო პროგრამა“ ეწოდება.
მასში აღნიშნულია: „თავისუფალი და დამოუკიდებელი მასმედიის“ მხარდაჭერა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატი რეფორმატორების მხარდაჭერა, ტექნოლოგიების (პირველ რიგში, საინფორმაციო) პოპულარიზაცია დემოკრატიისთვის, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ დაცვა.
და აქ იბადება მარტივი და აშკარა კითხვა: რას აკეთებდა ეს აუდიტორია ათეული წლების განმავლობაში? – იმავეს. ისინი ფულს ურიგებდნენ თავიანთ დანიშნულებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდნენ თავიანთი მთავრობების წინააღმდეგ, ასახელებდნენ რა მათ კორუმპირებულად. საინფორმაციო ომებს აწარმოებდნენ ინტერნეტში, არ ცნობდნენ არავის და არანაირ არჩევნებს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება ახლა შეიცვალოს, ეს ისაა, რომ დემოკრატობის ყველა მსურველი აიძულონ, საკუთარი ფული დახარჯოს ამ საკმაოდ ძველი პოლიტიკის მხარდასაჭერად. მაგრამ ეს ხომ ისედაც ასე კეთდება, სადაც შესაძლებელია.
დავამატებთ, რომ ყველასა და თითოეულისთვის დემოკრატიის სწორი მოდელის ძალადობრივად დაწესებამ ორ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველი: მსოფლიოში ყველაზე მოდური იდეოლოგია ამჟამად, რომელიც მხიარულ და გააფთრებულ კამათებს იწვევს თავისიანებს შორის — ეს სხვადასხვა შეფერილობის კონსერვატიზმია, რომელიც მარტივ ფორმულამდე დადის: შეეშვით ხალხს თქვენი ტვინის გამორეცხვით და მიეცით უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ. მეორე შედეგზე კი უკვე ითქვა: რატომღაც ახლა ყველას ესმის, რომ დემოკრატიის საფარქვეშ ხალხს აუტანლად მოსაწყენ საღეჭ რეზინს ახვევენ თავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს