https://sputnik-georgia.com/20211214/saakasvils-rrma-depresia-da-stresuli-asliloba-aqvs-konsiliumis-diagnozi-262862874.html
სააკაშვილს ღრმა დეპრესია და სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დიაგნოზი
სააკაშვილს ღრმა დეპრესია და სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დიაგნოზი
Sputnik საქართველო
ექიმები მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და მედიკამენტების კურსის კორექტირებას 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T22:27+0400
2021-12-14T22:27+0400
2021-12-14T22:27+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262833651_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_ffd42c9e2b3749e275c669b17a7e3c5f.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღრმა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს, რის გამოც მისი მდგომარეობა საყურადღებოა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში.ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობს.დასკვნის თანახმად, სააკაშვილს ამ დროისთვის გამოუვლინდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები, ასევე ანემია.კონსილიუმი აღნიშნავს, რომ პოსტტრავმული აშლილობის და დეპრესიის ფონზე სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოთერაპია და დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების კორექტირება.კონსილიუმი აღნიშნავს, რომ არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.ამგვარად, კონსილიუმის რეკომენდაციაა დაინიშნოს ფსიქოთერაპევტი, ხოლო ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით. ექიმები ასევე მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექციას.50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, დედა და მისი მხარდამჭერები კი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვენ.ექს-პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.
https://sputnik-georgia.com/20211214/saakasvilis-organizmi-sakvebis-misarebad-mzad-ar-aris-advokati-262853588.html
https://sputnik-georgia.com/20211213/saakasvili-kvebis-cveul-rejims-daubrunda-da-mwvrtnelis-daxmarebit-varjis-daiwyebs-262830134.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262833651_141:0:2497:1767_1920x0_80_0_0_f3081e11b7e6b01cb2c78d4534573de7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილს ღრმა დეპრესია და სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დიაგნოზი
ექიმები მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და მედიკამენტების კურსის კორექტირებას
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღრმა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს, რის გამოც მისი მდგომარეობა საყურადღებოა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის
დასკვნაში.
ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობს.
დასკვნის თანახმად, სააკაშვილს ამ დროისთვის გამოუვლინდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები, ასევე ანემია.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ პოსტტრავმული აშლილობის და დეპრესიის ფონზე სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოთერაპია და დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების კორექტირება.
„სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია კონსილიუმის დასკვნაში.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
ამგვარად, კონსილიუმის რეკომენდაციაა დაინიშნოს ფსიქოთერაპევტი, ხოლო ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით. ექიმები ასევე მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექციას.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, დედა და მისი მხარდამჭერები კი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვენ.
ექს-პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.