https://sputnik-georgia.com/20211213/saakasvili-kvebis-cveul-rejims-daubrunda-da-mwvrtnelis-daxmarebit-varjis-daiwyebs-262830134.html
სააკაშვილი კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მწვრთნელის დახმარებით ვარჯიშს დაიწყებს
სააკაშვილი კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მწვრთნელის დახმარებით ვარჯიშს დაიწყებს
Sputnik საქართველო
მეთოდისტი, რომელიც უნდა დაეხმაროს სააკაშვილს ფიზიკური აქტივობის აღდგენაში, ფიზიკური დატვირთვების გეგმას შეიმუშავებს, განაცხადა ექიმმა 13.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-13T23:06+0400
2021-12-13T23:06+0400
2021-12-14T00:02+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280689_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_cbe4409d2a4437b54529fe06bfd4d46a.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტას მოძრაობს, ამიტომ მას მწვრთნელი დაუნიშნეს, განაცხადა ენდოკრინოლოგმა, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ.ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილი ორშაბათს, 13 დეკემბერს გეგმიური შემოწმების მიზნით მოინახულეს. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ მომენტისთვის სიცოცხლისთვის საშიში რაიმე გართულება არ აღენიშნება. მას არცერთი ვიტამინის დეფიციტი არ აქვს და ხვალიდან ის ჩვეულ შერეულ კვებაზე გადავა.მისი თქმით, მეთოდისტი, რომელიც უნდა დაეხმაროს სააკაშვილს ფიზიკური აქტივობის აღდგენაში, დატვირთვების გეგმას შეიმუშავებს.ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდემტს პერიოდულად აღენიშნება სისუსტე, რომელიც დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილს ღლის ვიზიტები, ემოციები, რომლებსაც ის ტელეეკრანიდან იღებს.„ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს. დღეს საღამოს არ დაგვთანხმდა ფიზიკურად უფრო მეტი აქტიური რომ ყოფილიყო. მაგრამ მივიღეთ მისი დასტური, რომ მეთოდისტთან ერთად იქნება უფრო აქტიური და შეასრულებს დავალებებს, რასაც ექიმი სპეციალისტი შეიმუშავებს“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.
https://sputnik-georgia.com/20211213/deputati-saqakashvilis-ucxoetshi-gagzavna-ar-igegmeba-262817446.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280689_0:0:1136:852_1920x0_80_0_0_41c9426bbc7a1d361853f942e463dfa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილი კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მწვრთნელის დახმარებით ვარჯიშს დაიწყებს
23:06 13.12.2021 (განახლებულია: 00:02 14.12.2021) მეთოდისტი, რომელიც უნდა დაეხმაროს სააკაშვილს ფიზიკური აქტივობის აღდგენაში, ფიზიკური დატვირთვების გეგმას შეიმუშავებს, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტას მოძრაობს, ამიტომ მას მწვრთნელი დაუნიშნეს, განაცხადა ენდოკრინოლოგმა, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილი ორშაბათს, 13 დეკემბერს გეგმიური შემოწმების მიზნით მოინახულეს. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ მომენტისთვის სიცოცხლისთვის საშიში რაიმე გართულება არ აღენიშნება. მას არცერთი ვიტამინის დეფიციტი არ აქვს და ხვალიდან ის ჩვეულ შერეულ კვებაზე გადავა.
„რამდენი ხანია აქ არის, მანამდე იყო მე-18 დაწესებულებაში, სისუსტე ამისგან არის გამოწვეული, იქაც არ მოძრაობდა და აქაც. თვითონ არ აქვს სურვილი, ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინაც ვთხოვდით, რომ დაიწყოს ვარჯიშები, ამოიყვანეს ტრენერი, რომ მასთან ერთად ივარჯიშოს, რადგან სურვილი არ აქვს. ესეც დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, ივარჯიშოს და გახდეს უფრო ძლიერი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგაძემ.
მისი თქმით, მეთოდისტი, რომელიც უნდა დაეხმაროს სააკაშვილს ფიზიკური აქტივობის აღდგენაში, დატვირთვების გეგმას შეიმუშავებს.
ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდემტს პერიოდულად აღენიშნება სისუსტე, რომელიც დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილს ღლის ვიზიტები, ემოციები, რომლებსაც ის ტელეეკრანიდან იღებს.
„ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს. დღეს საღამოს არ დაგვთანხმდა ფიზიკურად უფრო მეტი აქტიური რომ ყოფილიყო. მაგრამ მივიღეთ მისი დასტური, რომ მეთოდისტთან ერთად იქნება უფრო აქტიური და შეასრულებს დავალებებს, რასაც ექიმი სპეციალისტი შეიმუშავებს“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.