https://sputnik-georgia.com/20211214/saakasvilis-organizmi-sakvebis-misarebad-mzad-ar-aris-advokati-262853588.html
სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი
სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე მედიკოსებისა და ადვოკატების მოსაზრებები გაიყო. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T17:46+0400
2021-12-14T17:46+0400
2021-12-14T22:31+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261472760_0:99:1280:820_1920x0_80_0_0_639c521b9ce16125493184fde22b01e7.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი არ არის მზად საკვების მისაღებად და საკვების 80% ნაგავში იყრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.ხელისუფლების მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი სააკაშვილს ორშაბათს, 13 დეკემბერს ეწვია გეგმური შემოწმებისთვის. მედიკოსების განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში რამე გართულება არ აღინიშნება. მას არ აქვს არც ერთი ვიტამინის დეფიციტი და შეიძლება ნორმალურ შერეულ კვებაზე მისი გადაყვანა.მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, ექიმების განცხადებები რეალობას რომ შეესაბამებოდეს.ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ფუნდამენტური პრობლემები" აქვს.მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. იქ ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც ის დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს. მისი ადვოკატები, დედა და თანამებრძოლები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.დეპუტატი: სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნა დღის წესრიგში არ დგას>>ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა, კიდევ სამი საქმე სასამართლოში განიხილება.
https://sputnik-georgia.com/20211213/saakasvili-kvebis-cveul-rejims-daubrunda-da-mwvrtnelis-daxmarebit-varjis-daiwyebs-262830134.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261472760_206:95:1217:854_1920x0_80_0_0_35c7ca1218f8d3b363a336f3c5337928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი
17:46 14.12.2021 (განახლებულია: 22:31 14.12.2021) ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე მედიკოსებისა და ადვოკატების მოსაზრებები გაიყო.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი არ არის მზად საკვების მისაღებად და საკვების 80% ნაგავში იყრება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.
ხელისუფლების მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი სააკაშვილს ორშაბათს, 13 დეკემბერს ეწვია გეგმური შემოწმებისთვის. მედიკოსების განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში რამე გართულება არ აღინიშნება. მას არ აქვს არც ერთი ვიტამინის დეფიციტი და შეიძლება ნორმალურ შერეულ კვებაზე მისი გადაყვანა.
„ორივე კონსილიუმის მიმართ გვსურს გამოვხატოთ პატივისცემა და ნდობა. რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს. საკვების 80% უბრალოდ იყრება ნაგავში", – განაცხადა საძაგლიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, ექიმების განცხადებები რეალობას რომ შეესაბამებოდეს.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ფუნდამენტური პრობლემები" აქვს.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. იქ ექს-პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც ის დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს. მისი ადვოკატები, დედა და თანამებრძოლები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.
ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა, კიდევ სამი საქმე სასამართლოში განიხილება.