ქართულმა ანიმაციამ „მიტოვებული სოფელი" სარდინიის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა

© Facebook / Sardinia film festivalანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი"
ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული სამყარო.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე (იტალია) დააჯილდოვეს, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი რეჟისორის ანიმაციურმა ფილმმა მანფრედო მანფრედის ჯილდო მიიღო.
„მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" დააჯილდოვეს სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ვულოცავთ მარიამს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!" – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.
ქართული ანიმაციური ფილმი პრაღაში დაჯილდოვდა>>
„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.
© Facebook / Sardinia Film Festivalმანფრედო მანფრედის ჯილდო
Награда Манфредо Манфреди (Manfredo Manfredi). Международный кинофестиваль Сардинии (Италия) - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
მანფრედო მანფრედის ჯილდო
ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
ქართული ანიმაციური ფილმი პარიზში დაჯილდოვდა>>
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.
სარდინიის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც ეროვნული და უცხოური წარმოების საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმებია წარდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0