https://sputnik-georgia.com/20210708/animaciuri-filmi-parizSi-dajildovda-252249371.html
ქართული ანიმაციური ფილმი პარიზში დაჯილდოვდა
ქართული ანიმაციური ფილმი პარიზში დაჯილდოვდა
Sputnik საქართველო
14-წუთიანმა ანიმაციურმა ფილმმა „მიტოვებული სოფელი" ფესტივალის ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T10:16+0400
2021-07-08T10:16+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23236/24/232362400_0:0:3132:1762_1920x0_80_0_0_45db99f1a4ddf5439fef2e78dfc5589c.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Paris International Animation Film Festival) ორი ჯილდო გადაეცა, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.იაპონიაში ქართული ანიმაციური ფილმი ფესტივალის პრიზიორი გახდა>>მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.„მიტოვებული სოფელი" 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI". მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.14-წუთიანი ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი", რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.„მიტოვებული სოფელი" პირველად 23 ნოემბერს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.მარიამ კაპანაძის ანიმაციურმა ფილმმა ახლახან, ივნისის ბოლოს ასევე მიიღო ჯილდო პრაღის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში.Paris International Animation Film Festival (PIAFF) მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც განსაკუთრებით ახალბედა შემოქმედებს ეხმარება.
https://sputnik-georgia.com/20210628/qartuli-pilmi-pragashi-dajildovda-252147638.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23236/24/232362400_229:0:2960:2048_1920x0_80_0_0_ea7e00d469cef12dd6693e6fd1771996.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ქართული ანიმაციური ფილმი პარიზში დაჯილდოვდა
10:16 08.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) 14-წუთიანმა ანიმაციურმა ფილმმა „მიტოვებული სოფელი" ფესტივალის ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Paris International Animation Film Festival) ორი ჯილდო გადაეცა, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ
Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.
„მიტოვებული სოფელი" 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI". მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.
14-წუთიანი ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი", რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.
„მიტოვებული სოფელი" პირველად 23 ნოემბერს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
მარიამ კაპანაძის ანიმაციურმა ფილმმა ახლახან, ივნისის ბოლოს ასევე მიიღო ჯილდო პრაღის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში.
Paris International Animation Film Festival (PIAFF) მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც განსაკუთრებით ახალბედა შემოქმედებს ეხმარება.