ქართული ანიმაციური ფილმი პრაღაში დაჯილდოვდა

© photo : courtesy of Georgian National Film Centerკადრი მულტფილმიდან "მიტოვებული სოფელი"
კადრი მულტფილმიდან მიტოვებული სოფელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
14-წუთიანმა მულტფილმმა „მიტოვებული სოფელი" ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქართული ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" პრაღაში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (International Festival of Animated Films) დაჯილდოვდა.

ავთანდილ მახარაძე – მონანიება - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო (Abstract and Non-Narrative Animation).

„მიტოვებული სოფელი" 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI". მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

14-წუთიანი ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი", რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.

„მიტოვებული სოფელი" პირველად 23 ნოემბერს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0