ჩნდება ერთი საათით ადრე: თავის ტვინის ინფარქტის წინმსწრები ნიშნები

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიდაკვირვება თავის ტვინზე
დაკვირვება თავის ტვინზე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. როგორც წესი, ინფარქტზე საუბრისას ბევრი გულის შეტევას გულისხმობს. თუმცა სინამდვილეში ინფარქტი შეიძლება სხვადასხვა ორგანოზე, მაგალითად, თავის ტვინზე დაემართოს ადამიანს, აცხადებს კარდიოლოგი აზიზხონ ასკაროვი.
მისი თქმით, თავის ტვინის ინფარქტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანოს მკვებავი სისხლძარღვი იბლოკება (ვითარდება საცობი) და ამის გამო ტვინის ქსოვილი იღუპება.
ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!
თავის ტვინის ინფარქტისას ადამიანს აღენიშნება: ცნობიერების აღრევა, სუნთქვისა და გულის რიტმის დარღვევა, სოპორული მდგომარეობა (ღრმა პათოლოგიური ძილი) ან კომა, მეტყველების პრობლემები, ხელ-ფეხის მოძრაობის დარღვევა.

„თავის ტვინის ინფარქტი ტრიადით ვლინდება. პირველი ისაა, რომ ადამიანს ეწყება ცნობიერების დარღვევა, მისი დათრგუნვა, ძილად მივარდნა. მეორე – იცვლება მეტყველება — ხდება არათანმიმდევრული, ბუნდოვანი ან ნელი. თუ მდგომარეობა მძიმეა, ადამიანმა შეიძლება საერთოდ ვერ ილაპარაკოს. მესამე — ჩნდება კოორდინაციის პრობლემები: ადამიანს არ შეუძლია სიარული, უქვეითდება კუნთოვანი ტონუსი ხელ-ფეხში“, — ამბობს ექიმი.

სპეციალისტის განმარტებით, თავის ტვინის ინფარქტი ყველაზე ხშირად ემართებათ არტერიული ჰიპერტონიითა თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ჭარბწონიანებსა თუ გაცხიმოვნების პრობლემების მქონეებს, თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიების მქონეებსა და ასევე მათ, ვინც ამისკენ მემკვიდრეობითაა მიდრეკილი.
პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
ინსულტი: ვერაგი დაავადების წინასწარი ნიშნები ქალებსა და მამაკაცებში
ექიმის თქმით, თავის ტვინის ინფარქტის პირველი ნიშნები არტერიების დაცობიდან 30-60 წუთის განმავლობაში ჩნდება.
ეს სიმპტომებია:
თავის ძლიერი ტკივილი;
გულისრევა;
მოძრაობის კოორდინაციის გაუარესება;
მხედველობის დაქვეითება;
ხელებში დაბუჟების შეგრძნება.

როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს

ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოუძახოთ სასწრაფო დახმარებას. ხოლო სანამ ექიმი მოვა, პაციენტს წნევა უნდა გაუზომოთ და მაჩვენებელი მედიკოსებს უთხრათ. შემდეგ ავადმყოფი სწორ, მყარ ზედაპირზე დააწვინოთ და დაელოდოთ სამედიცინო დახმარებას.
გახსოვდეთ: თავის ტვინის ინფარქტის შემთხვევაში პირველ 2-3 საათს ექიმები ოქროს საათებს უწოდებენ. მართალია, კარგი იქნება, თუ დახმარების გაწევა შეტევის პირველივე საათში მოხერხდება, თუმცა არც ორი–სამი საათია ძალიან დაგვიანებული.
ყველა ახალი ამბავი
0