https://sputnik-georgia.com/20211212/omikronis-molodinsi-saqartvelosi-axali-stamis-semosavlamde-sul-cota-dro-darca-262798047.html
„ომიკრონის“ მოლოდინში: საქართველოში ახალი შტამის შემოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა
„ომიკრონის“ მოლოდინში: საქართველოში ახალი შტამის შემოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ PCR-ტესტირებით, რადგან სწრაფი ტესტები მხოლოდ ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T18:22+0400
2021-12-12T18:22+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047435_0:102:3458:2048_1920x0_80_0_0_3a0b6f16e03480550502dc8bdbed42a7.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ საქართველოში, დიდი ალბათობით, დეკემბერში გამოჩნდება, ეს გარდაუვალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას.მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს მონიტორინგს და მას გააჩნია სხვადასხვა სპეციფიური PCR-ტესტები, რომელთა გამოყენებით და გამორიცხვის მეთოდით სპეციალისტებს შეუძლიათ ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სეკვენირებით დადგენა, არის თუ არა აღებული ნიმუში „ომიკრონი“.გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული, არ გამოირჩევა მაღალი აგრესიულობით, თუმცა აქვს სწრაფად გავრცელების თვისება და სამჯერ მეტი რისკი რეინფიცირების.გამყრელიძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაც, სადაც შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა.შტამიB.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, რუსეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211212/rogor-arvnisnot-axali-weli-amiran-gamyrelizis-rcevebi-262793747.html
https://sputnik-georgia.com/20211212/gamyrelize-ar-gamoricxavs-kovid-vaqcinis-meotxe-dozis-gamoyenebas-262795204.html
https://sputnik-georgia.com/20211212/cxaize-vaqcinis-buster-doza-omikrontan-brzolasi-efeqturia-262794226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047435_190:152:2717:2048_1920x0_80_0_0_03a67bb9197b4957baa40316fbb8a57e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
„ომიკრონის“ მოლოდინში: საქართველოში ახალი შტამის შემოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა
18:22 12.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ PCR-ტესტირებით, რადგან სწრაფი ტესტები მხოლოდ ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ საქართველოში, დიდი ალბათობით, დეკემბერში გამოჩნდება, ეს გარდაუვალია,
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს მონიტორინგს და მას გააჩნია სხვადასხვა სპეციფიური PCR-ტესტები, რომელთა გამოყენებით და გამორიცხვის მეთოდით სპეციალისტებს შეუძლიათ ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სეკვენირებით დადგენა, არის თუ არა აღებული ნიმუში „ომიკრონი“.
გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით 60 წლის ზევით მოსახლეობას, რომ აიცრან. უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში. რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე „დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული, არ გამოირჩევა მაღალი აგრესიულობით, თუმცა აქვს სწრაფად გავრცელების თვისება და სამჯერ მეტი რისკი რეინფიცირების.
გამყრელიძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაც, სადაც შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა.
შტამიB.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, რუსეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.
ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.