https://sputnik-georgia.com/20211210/rusetidan-xorblis-eqsporti-gazvirda-rogor-aisaxeba-es-saqartvelosi-262769351.html
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი გაძვირდა – როგორ აისახება ეს ფასებზე საქართველოში
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი გაძვირდა – როგორ აისახება ეს ფასებზე საქართველოში
Sputnik საქართველო
რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტზე 15 დეკემბრიდან საბაჟო გადასახადი გაიზრდება და ერთ ტონაზე 91 დოლარს მიაღწევს 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T21:48+0400
2021-12-10T21:48+0400
2021-12-11T00:12+0400
ეკონომიკა
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22810/91/228109135_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_ae2c52ed2fc84842d8833e75cc9e0f63.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები მარცვლის ბაზრის დასარეგულირებლად, რათა არ დაუშვას პურის გაძვირება, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.რუსეთი უკვე მრავალი წელია, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. ამიტომ რუსეთში მარცვლის ექსპორტზე გადასახადის გაზრდა ქვეყნისთვის შეშფოთების საფუძველია.რუსეთიდან მარცვლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 8-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ერთ ტონა პროდუქციაზე 84,9 დოლარი იქნება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 15-დან 21 დეკემბრის ჩათვლით კვლავ გაიზრდება და ერთ ტონაზე 91 დოლარი იქნება.სილაგავას თქმით, მთელ მსოფლიოში ხორბლის ფასი განპირობებულია მოლოდინით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთი ხორბლის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ.გარდა ამისა, ექსპერტი საუბრობს საქართველოსთვის კიდევ ერთ პრობლემაზე - ესაა უახლოეს მომავალში მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულება, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე საჭირო პროდუქციის წარმოების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.ფსონი ფქვილზეხორბლის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე ზაფხულიდან დაიწყო. ხუთ თვეში ერთი ტონა ხორბალი 240-დან 350 დოლარამდე გაძვირდა. ამიტომ ქართული პურკომბინატებისთვის აღარაა ხელსაყრელი ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე დამზადება.მით უფრო, რომ მარცვლეულის ფასი იზრდება რუსეთის მხრიდან საბაჟო ტარიფის მატების ხარჯზეც. საქართველოს ფქვილის დიდი ნაწილიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს, მაგრამ ეს პროდუქტი საექსპორტო ბაჟით არ იბეგრება.წლის დასაწყისიდან 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15,6%-ით შემცირდა. ქვეყანაში 67,8 მილიონი დოლარის ღირებულების 282,8 ათასი ტონა მარცვალი შემოიტანეს. ხორბლის იმპორტის შემცირების პარალელურად ხორბლის ფქვილის იმპორტი ორჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 4,9 მილიონი დოლარი დაიხარჯა 16,4 ათასი ტონა ფქვილის შესაძენად. შესაბამისად, იმპორტი გაიზარდა 115,5%-ით.მიუხედავად ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდისა, საქართველოს ორი თვის ხორბლის მარაგი აქვს.ერთი წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე მოდის ამ ხორბლის იმპორტის 70%. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20211126/saqartvelos-xorblis-maragi-or-tves-eyofa-262404204.html
https://sputnik-georgia.com/20211105/puri-argazvirdeba-saqartveloshi-261829319.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22810/91/228109135_274:0:3005:2048_1920x0_80_0_0_f389f99d672f09a491ee41d787e8f698.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი გაძვირდა – როგორ აისახება ეს ფასებზე საქართველოში
21:48 10.12.2021 (განახლებულია: 00:12 11.12.2021) რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტზე 15 დეკემბრიდან საბაჟო გადასახადი გაიზრდება და ერთ ტონაზე 91 დოლარს მიაღწევს
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები მარცვლის ბაზრის დასარეგულირებლად, რათა არ დაუშვას პურის გაძვირება, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.
რუსეთი უკვე მრავალი წელია, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. ამიტომ რუსეთში მარცვლის ექსპორტზე გადასახადის გაზრდა ქვეყნისთვის შეშფოთების საფუძველია.
რუსეთიდან მარცვლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 8-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ერთ ტონა პროდუქციაზე 84,9 დოლარი იქნება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 15-დან 21 დეკემბრის ჩათვლით კვლავ გაიზრდება და ერთ ტონაზე 91 დოლარი იქნება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა მიიღოს დროული გადაწყვეტილება, რათა თავი დაიზღვიოს პურის შესაძლო გაძვირებისგან“, - განუცხადა სილაგავამ
Sputnik-საქართველოს.
სილაგავას თქმით, მთელ მსოფლიოში ხორბლის ფასი განპირობებულია მოლოდინით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთი ხორბლის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ.
გარდა ამისა, ექსპერტი საუბრობს საქართველოსთვის კიდევ ერთ პრობლემაზე - ესაა უახლოეს მომავალში მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულება, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე საჭირო პროდუქციის წარმოების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
ხორბლის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე ზაფხულიდან დაიწყო. ხუთ თვეში ერთი ტონა ხორბალი 240-დან 350 დოლარამდე გაძვირდა. ამიტომ ქართული პურკომბინატებისთვის აღარაა ხელსაყრელი ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე დამზადება.
მით უფრო, რომ მარცვლეულის ფასი იზრდება რუსეთის მხრიდან საბაჟო ტარიფის მატების ხარჯზეც. საქართველოს ფქვილის დიდი ნაწილიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს, მაგრამ ეს პროდუქტი საექსპორტო ბაჟით არ იბეგრება.
წლის დასაწყისიდან 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15,6%-ით შემცირდა. ქვეყანაში 67,8 მილიონი დოლარის ღირებულების 282,8 ათასი ტონა მარცვალი შემოიტანეს. ხორბლის იმპორტის შემცირების პარალელურად ხორბლის ფქვილის იმპორტი ორჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 4,9 მილიონი დოლარი დაიხარჯა 16,4 ათასი ტონა ფქვილის შესაძენად. შესაბამისად, იმპორტი გაიზარდა 115,5%-ით.
მიუხედავად ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდისა, საქართველოს ორი თვის ხორბლის მარაგი აქვს.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე მოდის ამ ხორბლის იმპორტის 70%. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.