დავითაშვილი: საქართველოს ხორბლის მარაგი ორ თვეს ეყოფა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ოქტომბერში 30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, ამიტომაც ქვეყნის მარაგს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, საქართველოს ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია, განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე ზაფხულიდან მოყოლებული ძვირდება. ხუთ თვეში ერთი ტონა ხორბლის ფასი 240-დან 350 დოლარამდე გაიზარდა. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის აღარ არის მომგებიანი ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება. მით უმეტეს, რომ მარცვლის ღირებულება იზრდება საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილი მომწოდებლის, რუსეთის მიერ დაწესებული საბაჟო ტარიფის მატების გამოც. ფქვილი ქვეყანას, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს, მაგრამ ეს პროდუქტი არ იბეგრება.
„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების. ამ შემთხვევაში საუბარია ძირითადად ხორბალზე. ჩვენ მუდმივად გვაქვს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია რომელიც FAO-ს მიერ არის შემუშავებული. მაგალითისთვის, წინა თვეშიც შემოვიდა 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, ასე რომ, ქვეყანაში სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
წლის დასაწყისიდან 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15,6%-ით შემცირდა. ქვეყანაში 67,8 მილიონი დოლარის ღირებულების 282,8 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს. ხორბლის იმპორტის შემცირების პარალელურად ხორბლის ფქვილის იმპორტი ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 4,9 მილიონი დოლარი დაიხარჯა 16,4 ათასი ტონა ფქვილის შეძენაზე. შესაბამისად, იმპორტი 115,5%-ით გაიზარდა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ამ ხორბლის იმპორტის 70% მოდის. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
ყველა ახალი ამბავი
0