https://sputnik-georgia.com/20211210/mwvane-pasportis-vada-tu-chxaidze-tikarazis-gadadgomis-mizezs-asaxelebs-262744671.html
„მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა: ჩხაიძე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
„მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა: ჩხაიძე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
Sputnik საქართველო
ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოში კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს. 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T11:17+0400
2021-12-10T11:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250292610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7b3d613ebf774aa28225585571f692d9.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, „მწვანე პასპორტში“ ვადის დაფიქსირების თემა გახდა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს>>>ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გუშინ დატოვა. ტიკარაძეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადოა. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს. საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულმა ჯგუფმა კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვის და მისი მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა.ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში, შესაძლოა, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს. მან არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე რეგულაციების აღსრულების სხვა მექანიზმებს, რადგან უვადო „კოვიდ-პასპორტი“ რისკებს შეიცავს.კოვიდ-პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
https://sputnik-georgia.com/20211201/saqartveloshi-mwvane-pasportis-koncefcia-sheizleba-gadaixedos-262519409.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250292610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1030f32164b68d5577ceedb5a0bfe1a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
„მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა: ჩხაიძე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
11:17 10.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოში კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, „მწვანე პასპორტში“ ვადის დაფიქსირების თემა გახდა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გუშინ დატოვა. ტიკარაძეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.
„სავარაუდოდ, „მწვანე პასპორტის“ ვადის თემა უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, რომ თუ გვინდა საქართველოში რეალურად მოქმედი „მწვანე პასპორტი“ იყოს, უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადოა. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულმა ჯგუფმა კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვის და მისი მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა.
ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში, შესაძლოა, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს. მან არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე რეგულაციების აღსრულების სხვა მექანიზმებს, რადგან უვადო „კოვიდ-პასპორტი“ რისკებს შეიცავს.
კოვიდ-პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.