https://sputnik-georgia.com/20211201/saqartveloshi-mwvane-pasportis-koncefcia-sheizleba-gadaixedos-262519409.html
საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია შეიძლება გადაიხედოს
საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია შეიძლება გადაიხედოს
Sputnik საქართველო
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T17:39+0400
2021-12-01T17:39+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039466_0:0:3173:1785_1920x0_80_0_0_4e2498f3d98ea1204c5ee6f9d3ccbc4f.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვას მოითხოვს, განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას. 1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
https://sputnik-georgia.com/20211123/vin-dajarimdeba-kovid-pasportis-arqonis-shemtxvevashi-262286652.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039466_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_e8c4664ca1603d89d3aa17ced606812b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია შეიძლება გადაიხედოს
17:39 01.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვას მოითხოვს, განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და მისი მოქმედების ვადა შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა ჩხაიძემ ბრიფინგზე.
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.