https://sputnik-georgia.com/20211123/vin-dajarimdeba-kovid-pasportis-arqonis-shemtxvevashi-262286652.html
ვინ და რამდენით დაჯარიმდება კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში
ვინ და რამდენით დაჯარიმდება კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში
Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. რესტორნები, თეატრები, მუზეუმები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები მზადყოფნას გამოთქვამენ. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T09:41+0400
2021-11-23T09:41+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250204791_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bf8f722395ef1f09b204668c885be76d.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ კომერციული ობიექტი, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შრომის ინსპექციის სამსახურში.ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე 2 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი „მწვანე პასპორტის“ წარდგენის გარეშე მომხმარებლის ობიექტში შეშვებისთვის – 10 ათასი ლარით.„დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ობიექტი და არა კოვიდ-პასპორტის არმქონე მოქალაქე“, – განაცხადეს უწყებაში.თუ კომპანია სისტემატურად დაარღვევს რეგულაციას, აღნიშნული ქმედება გახდება ობიექტის მუშაობის დროებით შეჩერების საფუძველი.საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში.22 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.097.159 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.107.557 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 39,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 980.213 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 21 ნოემბერს აიცრა 1.644 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211119/restoratorebi-mwvane-pasportistvis-mzad-arian-262224074.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250204791_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_af771f1ea658e6cfa814a070dc917cf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვინ და რამდენით დაჯარიმდება კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში
09:41 23.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. რესტორნები, თეატრები, მუზეუმები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები მზადყოფნას გამოთქვამენ.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ კომერციული ობიექტი, განუცხადეს „
Sputnik–საქართველოს“ შრომის ინსპექციის სამსახურში.
ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე 2 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი „მწვანე პასპორტის“ წარდგენის გარეშე მომხმარებლის ობიექტში შეშვებისთვის – 10 ათასი ლარით.
„დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ობიექტი და არა კოვიდ-პასპორტის არმქონე მოქალაქე“, – განაცხადეს უწყებაში.
თუ კომპანია სისტემატურად დაარღვევს რეგულაციას, აღნიშნული ქმედება გახდება ობიექტის მუშაობის დროებით შეჩერების საფუძველი.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში.
22 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.097.159 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.107.557 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 39,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 980.213 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 21 ნოემბერს აიცრა 1.644 ადამიანი.