https://sputnik-georgia.com/20211119/restoratorebi-mwvane-pasportistvis-mzad-arian-262224074.html
რესტორატორები „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებისთვის მზად არიან
რესტორატორები „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებისთვის მზად არიან
Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება – რესტორნები მზადყოფნას გამოთქვამენ. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T15:29+0400
2021-11-19T15:29+0400
2023-08-17T18:15+0400
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/33/234873338_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_386aee605cdb9da03d905981e7f06abc.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების დეტალებზე იმსჯელა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით მინისტრის მოადგილეს თავიანთი ხედვები გააცნეს.საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს. კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.
https://sputnik-georgia.com/20211025/mwvane-zonebis-seqmnit-lokdauns-avicilebt-restoratorta-asociaciis-damfuznebeli-261480309.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/33/234873338_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_746d9dd0b4e5c2f8ff5f31dd18b4b047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რესტორატორები „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებისთვის მზად არიან
15:29 19.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება – რესტორნები მზადყოფნას გამოთქვამენ.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების დეტალებზე იმსჯელა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა.
„ჩვენ ინტენსიურად ვხვდებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახება როგორც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებაზე, ასევე ის მისაღები იქნება ბიზნესისთვისაც“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით მინისტრის მოადგილეს თავიანთი ხედვები გააცნეს.
„ჩვენ გავახმოვანეთ რამდენიმე წინადადება, რომელსაც მთავრობა გაგებით მოეკიდა. დიდი იმედი გვაქვს რომ ისინი ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს. კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.