https://sputnik-georgia.com/20211125/chxaidze-kovid-pasportebi-uvado-ar-unda-iyos-262356079.html
ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს
ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T14:00+0400
2021-11-25T14:00+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250897300_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_1cd47ecb868dfa1f82fae777648531d5.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს, რადგან კოვიდ-გადატანილ პირებში ბუნებრივი იმუნიტეტი ექვსი თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ PalitraNews-ის ეთერში.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის“ მფლობელი გახდება პირი, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ–პასპორტი უვადო იქნება. აღნიშნულ ტესტთან ერთად კი იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.მისი თქმით, ინფექციის გადატანიდან 6–8 თვის შემდეგ ორგანიზმის დაცვითი უნარი იკლებს და რეინფიცირების რისკი იზრდება. ამიტომაც კოვიდ-პასპორტის მოქმედება სწორედ ამ ვადით – ექვსი თვით უნდა განისაზღვროს.„ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში... საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილება დიამეტრალურად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ექსპერტმა.სავალდებულო ვაქცინაციაჩხაიძემ „მწვანე პასპორტების“ შემოღებას დროული და აუცილებელი ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.„ეს იმ ადამიანების ერთგვარი წახალისებაა, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს. ეს სწორია და აუცილებელი, და რაც უფრო გაფართოვდება ჩამონათვალი, რომლითაც „მწვანე პასპორტების“ მქონე პირები ისარგებლებენ, მით უკეთესი“, – განაცხადა ჩხაიძემ. მისი აზრით, ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.„ადრე თუ გვიან, ალბათ, ჩვენც მოგვიწევს სავალდებულო ვაქცინაციის კომპონენტის დამატება. ეს არაპოპულარული გზაა, რომელსაც ბევრმა ქვეყანამ მიმართა. სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფების, მედპერსონალისაც კი – ყველაზე უბრალო და ლოგიკური ნაბიჯია. მე არ მომინდებოდა იმ ექიმთან მისვლა, რომელიც ვაქცინირებული არაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,1 მლნ აცრა.
https://sputnik-georgia.com/20211108/mwvane-pasportebi-1-dekembridan-amoqmeddeba-261880097.html
https://sputnik-georgia.com/20211124/dawesebulebebis-chamonatvali-sadac-1-dekembridan-mwvane-pasportis-gareshe-vershexvalt-262335248.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250897300_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6e18b9c8dac36988bfc556e889a28d25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს
14:00 25.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს, რადგან კოვიდ-გადატანილ პირებში ბუნებრივი იმუნიტეტი ექვსი თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ
PalitraNews-ის ეთერში.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის“ მფლობელი გახდება პირი, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი.
ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ–პასპორტი უვადო იქნება. აღნიშნულ ტესტთან ერთად კი იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
„საერთოდ წარმოუდგენელია უვადო პერიოდზე საუბარი, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ინფექციის გადატანიდან 6–8 თვის შემდეგ ორგანიზმის დაცვითი უნარი იკლებს და რეინფიცირების რისკი იზრდება. ამიტომაც კოვიდ-პასპორტის მოქმედება სწორედ ამ ვადით – ექვსი თვით უნდა განისაზღვროს.
„ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში... საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილება დიამეტრალურად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ექსპერტმა.
ჩხაიძემ „მწვანე პასპორტების“ შემოღებას დროული და აუცილებელი ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
„ეს იმ ადამიანების ერთგვარი წახალისებაა, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს. ეს სწორია და აუცილებელი, და რაც უფრო გაფართოვდება ჩამონათვალი, რომლითაც „მწვანე პასპორტების“ მქონე პირები ისარგებლებენ, მით უკეთესი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი აზრით, ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.
„ადრე თუ გვიან, ალბათ, ჩვენც მოგვიწევს სავალდებულო ვაქცინაციის კომპონენტის დამატება. ეს არაპოპულარული გზაა, რომელსაც ბევრმა ქვეყანამ მიმართა. სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფების, მედპერსონალისაც კი – ყველაზე უბრალო და ლოგიკური ნაბიჯია. მე არ მომინდებოდა იმ ექიმთან მისვლა, რომელიც ვაქცინირებული არაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714-ს მიაღწია. ვირუსს 11.736 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,1 მლნ აცრა.