Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შეხვალთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება.
სად იქნება სავალდებულო ე.წ. მწვანე პასპორტის წარდგენა:
- რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
- კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
- ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში)
- კინოთეატრებში
- თეატრებში
- ოპერაში
- საკონცერტო დარბაზებში
- გასართობ ცენტრებში
- სამორინეებში
- სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში
- სპა-ცენტრებში
- ფიტნეს-დარბაზებში
- სასტუმროებში
- სამთო კურორტების საბაგირო გზებზე
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარზე PCR–ტესტის წარდგენა აღარ დასჭირდებათ
„მწვანე პასპორტებში" ასახული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ან ერთჯერადად, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ–პასპორტი უვადო იქნება. აღნიშნულ ტესტთან ერთად კი იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.
მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0