https://sputnik-georgia.com/20211208/tbilisis-uketesi-momavlis-senebas-utqvenod-gavagrzelebt--262699562.html
„თბილისის უკეთესი მომავლის შენებას თქვენ გარეშე გავაგრძელებთ“: კალაძემ ოპოზიციას უპასუხა
„თბილისის უკეთესი მომავლის შენებას თქვენ გარეშე გავაგრძელებთ“: კალაძემ ოპოზიციას უპასუხა
Sputnik საქართველო
სამშაბათს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მერიის და თავად კახა კალაძის მუშაობა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T19:12+0400
2021-12-08T19:12+0400
2021-12-08T23:13+0400
ახალი ამბები
თბილისის საკრებულო
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_0:211:2048:1363_1920x0_80_0_0_5d7ec7671d4b0ee7d5c579171b39d872.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მერია თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობას დესტრუქციული ოპოზიციური ძალების გარეშეც გააგრძელებს. ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ მოწყობილ ობსტრუქციაზე საკრებულოში ქალაქის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას.თბილისის მთავრობისა და რაიონების გამგებლების დამტკიცებამ სამშაბათს საკრებულოში დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მერიის და თავად კალაძის მუშაობა. ის დაადანაშაულეს კორუმპირებულობაში და პრაქტიკულად უარი თქვეს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.საპასუხოდ მერმა პირობა დადო, რომ ყველა გამოწვევას ოპოზიციის გარეშე გაუმკლავდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა მომდევნო ოთხი წელი თბილისის განვითარებაში სამაგალითო გახდეს.თავისი ვიდეომიმართვის დროს მერმა აღნიშნა, რომ „მზად იყო თანამშრომლობისთვის ოპოზიციონერ დეპუტატებთან, მაგრამ მათ არჩევანი არ დაუტოვეს“. მან მოუწოდა თავის გუნდს, იზრუნონ თბილისელებზე და სხვა რამეზე დრო არ დაკარგონ.„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისისა და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა კალაძემ.თბილისის საკრებულოში სამშაბათის სხდომა გვიან საღამომდე გაგრძელდა. დეპუტატებმა დაამტკიცეს ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მეორე ვადით არჩეული კახა კალაძე უხელმძღვანელებს.
https://sputnik-georgia.com/20211207/tbilisis-sakrebulom-dedaqalaqis-mtavroba-daamtkica-262675878.html
https://sputnik-georgia.com/20211207/kaxa-kalazem-sakrebulos-deputatebs-meriis-uaxloesi-otxi-wlis-gegmebi-gaacno-262677473.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_453:253:1933:1363_1920x0_80_0_0_8e4b32432dc358b79982ea76f31f49b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, საქართველო, თბილისის მერია
„თბილისის უკეთესი მომავლის შენებას თქვენ გარეშე გავაგრძელებთ“: კალაძემ ოპოზიციას უპასუხა
19:12 08.12.2021 (განახლებულია: 23:13 08.12.2021) სამშაბათს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მერიის და თავად კახა კალაძის მუშაობა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მერია თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობას დესტრუქციული ოპოზიციური ძალების გარეშეც გააგრძელებს. ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ მოწყობილ ობსტრუქციაზე საკრებულოში ქალაქის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას.
თბილისის მთავრობისა და რაიონების გამგებლების დამტკიცებამ სამშაბათს საკრებულოში დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მერიის და თავად კალაძის მუშაობა. ის დაადანაშაულეს კორუმპირებულობაში და პრაქტიკულად უარი თქვეს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.
საპასუხოდ მერმა პირობა დადო, რომ ყველა გამოწვევას ოპოზიციის გარეშე გაუმკლავდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა მომდევნო ოთხი წელი თბილისის განვითარებაში სამაგალითო გახდეს.
„ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას... ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის მანძილზე იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის – რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავისი
ვიდეომიმართვის დროს მერმა აღნიშნა, რომ „მზად იყო თანამშრომლობისთვის ოპოზიციონერ დეპუტატებთან, მაგრამ მათ არჩევანი არ დაუტოვეს“. მან მოუწოდა თავის გუნდს, იზრუნონ თბილისელებზე და სხვა რამეზე დრო არ დაკარგონ.
„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისისა და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის საკრებულოში სამშაბათის სხდომა გვიან საღამომდე გაგრძელდა. დეპუტატებმა დაამტკიცეს ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მეორე ვადით არჩეული კახა კალაძე უხელმძღვანელებს.