https://sputnik-georgia.com/20211208/saqartvelos-ekonomika-evropis-finansuri-institutebis-sefaseba-da-angarisi-262702487.html
საქართველოს ეკონომიკა - ევროპის ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და ანგარიში
საქართველოს ეკონომიკა - ევროპის ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და ანგარიში
Sputnik საქართველო
რეფორმების გატარებისას წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები, აღნიშნულია ბანკების კვლევაში 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T21:13+0400
2021-12-08T21:13+0400
2021-12-09T00:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249533875_0:37:3077:1768_1920x0_80_0_0_2127b921b7c73c5448273024f19f7876.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში რეფორმების გატარებამ გარდაქმნა სახელმწიფო და ეკონომიკა, გაზარდა ზრდის პოტენციური ტემპი და გააუმჯობესა მოსახლეობის ცხოვრების დონე, ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივ კვლევაში.ბანკების ერთობლივი ანგარიში ემსახურება ძირითადი პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რაც მიზნად ისახავს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობას.„ევროპული ფასეულობებისკენ, ბოლო დროს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებისკენ სწრაფვის მოტივით, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ფართომასშტაბიან რეფორმებს. ბოლო წლებში რეფორმების საგრძნობლად შენელების მიუხედავად, მათ გარდაქმნეს საქართველოს სახელმწიფო და ეკონომიკა, გააუმჯობესეს მისი ზრდის პოტენციური ტემპი და მოსახლეობის ცხოვრების დონე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.კვლევაში მითითებულია, რომ ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე, კერძო სექტორის ძლიერ ეკონომიკურ ექსპანსიას კვლავაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების დონის ამაღლების თვალსაზრისით.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტრუქტურული რეფორმების უფრო აქტიურად გატარების აუცილებლობას, ვინაიდან ბოლო წლების მდგრადი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალაზე - სტუმარმასპინძლობის დინამიკურად განვითარებად ინდუსტრიაზე - ზედმეტი დამოკიდებულება აღმოჩნდა ეკონომიკის სიმყიფის მთავარი წყარო.მიუხედავად ვარდების რევოლუციის შემდეგ საყოველთაოდ აღიარებული წარმატებისა, სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის გარდაქმნა და მისი გამოყენება არამართლზომიერი და ძველებურად არასრული იყო. ამიტომ რეფორმების გატარებისას წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები.„პოლიტიკური არასტაბილურობა - ყველაზე უკეთ ცნობილი ბიზნესგამოწვევაა, რომელიც მოქმედებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ხანმოკლე პერსპექტივაში, ასევე ქვეყნის პროგრესზე გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმების გატარების კუთხით“, - ნათქვამია დოკუმენტში.სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და პოტენციალის განმტკიცება, ასევე სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაზრდა არის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების გასაღები, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.სხვა სფეროებს შორის, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალში რეფორმების გასატარებლად, არის სახელმწიფო მართვა, სახელწმიფო შესყიდვები, კორპორატიული მართვის სტანდარტები, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებისთვის და ა.შ.მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც სამუშაო ძალის უნარები არ შეესაბამება წარმოების ცვალებად მოთხოვნებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია ყურადღების გამახვილება განათლების სისტემის სუსტ მხარეებზე და უნარ-ჩვევების შეუსაბამობების აღმოფხვრაზე, ეროვნული ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების გაძლიერების გზით.მიმოხილვაში მითითებულია, რომ დაფინანსებაზე წვდომის გაფართოება გაზრდიდა მცირე და საშუალო საწარმოებისა და კორპორაციების მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას.საქართველოს ეკონომიკის არცთუ ისე დიდი და ამავე დროს ღია ხასიათის გათვალისწინებით, კეთილდღეობის გაზრდის შედარებით სწრაფი გზა არის მსოფლიო ბაზრებთან უწყვეტი ინტეგრაცია ექსპორტირებული საქონლის, მათ შორის, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის ზრდისა და დივერსიფიკაციის საფუძველზე.„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შექმნილი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მიზნით, აუცილებელია გარკვეული პრობლემების მოგვარება. უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევას და მის ფარგლებს გარეთ გასვლას, თუ მოხერხდება ინვესტიციების შემცირების ტენდენციის შემობრუნება და ახალ პროექტებში მათი დაბანდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.საქართველოს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც ევრაზიის სატრანზიტო დერეფნისა, აკნინებს შედარებით სუსტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის დაბალი ხარისხი, რაც საგარეო ბაზრებთან ინტეგრაციას აფერხებს.ინვესტიციებს სატრანსპორტო სექტორში - ტექნიკურ მომსახურებასა და ახალ პროექტებში, განსაკუთრებით რაიონებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის ზრდისა და დივერსიფიკაციის დასაჩქარებლად.კონკრეტული სექტორები ქმნიან მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მაგრამ აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას როგორც პოტენციური ინვესტიციების, ისე ექსპორტის გაფართოების თვალსაზრისით.როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ნათქვამია დოკუმენტში.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. 2020 წელს ბანკმა საქართველოში 16 პროექტში საერთო ჯამში 630 მილიონი ევრო დააბანდა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ინვესტიციების მოცულობას. ბანკმა კერძო სექტორის სიცოცხლისუნარიანი კომპანიების მხარდასაჭერად საგანგებო ლიკვიდურობის საბრუნავი კაპიტალი გამოყო.2007 წელს საქართველოში შემოსვლის დღიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინფრასტრუქტურის სფეროს, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის 23 პროექტში 2 მილიარდამდე ევროს ინვესტიცია დააბანდა.
https://sputnik-georgia.com/20211117/msoflio-banki-saqartvelosi-reformebis-0mxardaweras-gaagrzelebs-262163453.html
https://sputnik-georgia.com/20211129/saqartvelo-socialur-reformas-evropuli-qveynebis-magalitze-gaatarebs-262462787.html
https://sputnik-georgia.com/20211105/ebrd-saqartvelosi-2021-wlis-ekonomikis-prognozis-zrda-gaaumjobesa-261806126.html
https://sputnik-georgia.com/20210429/EIB-saqarTvelos-gzis-modernizebisTvis-100-mln-gamouyofs-251597737.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249533875_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_a5916d9605670152b639e2e986454aba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა - ევროპის ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და ანგარიში
21:13 08.12.2021 (განახლებულია: 00:00 09.12.2021) რეფორმების გატარებისას წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები, აღნიშნულია ბანკების კვლევაში
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში რეფორმების გატარებამ გარდაქმნა სახელმწიფო და ეკონომიკა, გაზარდა ზრდის პოტენციური ტემპი და გააუმჯობესა მოსახლეობის ცხოვრების დონე, ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
ერთობლივ კვლევაში. ბანკების ერთობლივი ანგარიში ემსახურება ძირითადი პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რაც მიზნად ისახავს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობას.
„ევროპული ფასეულობებისკენ, ბოლო დროს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებისკენ სწრაფვის მოტივით, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ფართომასშტაბიან რეფორმებს. ბოლო წლებში რეფორმების საგრძნობლად შენელების მიუხედავად, მათ გარდაქმნეს საქართველოს სახელმწიფო და ეკონომიკა, გააუმჯობესეს მისი ზრდის პოტენციური ტემპი და მოსახლეობის ცხოვრების დონე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევაში მითითებულია, რომ ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე, კერძო სექტორის ძლიერ ეკონომიკურ ექსპანსიას კვლავაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების დონის ამაღლების თვალსაზრისით.
კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტრუქტურული რეფორმების უფრო აქტიურად გატარების აუცილებლობას, ვინაიდან ბოლო წლების მდგრადი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალაზე - სტუმარმასპინძლობის დინამიკურად განვითარებად ინდუსტრიაზე - ზედმეტი დამოკიდებულება აღმოჩნდა ეკონომიკის სიმყიფის მთავარი წყარო.
„ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებთან საქართველოს ეკონომიკის დაახლოების გზაზე წინ წასაწევად ქვეყანამ უნდა გადაჭრას დღემდე მოუგვარებელი პრობლემები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას აფერხებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მიუხედავად ვარდების რევოლუციის შემდეგ საყოველთაოდ აღიარებული წარმატებისა, სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის გარდაქმნა და მისი გამოყენება არამართლზომიერი და ძველებურად არასრული იყო. ამიტომ რეფორმების გატარებისას წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები.
„პოლიტიკური არასტაბილურობა - ყველაზე უკეთ ცნობილი ბიზნესგამოწვევაა, რომელიც მოქმედებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ხანმოკლე პერსპექტივაში, ასევე ქვეყნის პროგრესზე გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმების გატარების კუთხით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და პოტენციალის განმტკიცება, ასევე სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაზრდა არის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების გასაღები, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
სხვა სფეროებს შორის, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალში რეფორმების გასატარებლად, არის სახელმწიფო მართვა, სახელწმიფო შესყიდვები, კორპორატიული მართვის სტანდარტები, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებისთვის და ა.შ.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც სამუშაო ძალის უნარები არ შეესაბამება წარმოების ცვალებად მოთხოვნებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.
კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია ყურადღების გამახვილება განათლების სისტემის სუსტ მხარეებზე და უნარ-ჩვევების შეუსაბამობების აღმოფხვრაზე, ეროვნული ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების გაძლიერების გზით.
„საქართველოში შრომის ნაყოფიერების ზრდას ხელს შეუწყობს ასევე ინტეგრაციის სხვა არსებული პრობლემების მოგვარება, როგორებიცაა გენდერული უთანასწორობა და განსხვავებები რეგიონებს შორის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მიმოხილვაში მითითებულია, რომ დაფინანსებაზე წვდომის გაფართოება გაზრდიდა მცირე და საშუალო საწარმოებისა და კორპორაციების მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს ეკონომიკის არცთუ ისე დიდი და ამავე დროს ღია ხასიათის გათვალისწინებით, კეთილდღეობის გაზრდის შედარებით სწრაფი გზა არის მსოფლიო ბაზრებთან უწყვეტი ინტეგრაცია ექსპორტირებული საქონლის, მათ შორის, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის ზრდისა და დივერსიფიკაციის საფუძველზე.
„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შექმნილი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მიზნით, აუცილებელია გარკვეული პრობლემების მოგვარება. უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევას და მის ფარგლებს გარეთ გასვლას, თუ მოხერხდება ინვესტიციების შემცირების ტენდენციის შემობრუნება და ახალ პროექტებში მათი დაბანდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველოს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც ევრაზიის სატრანზიტო დერეფნისა, აკნინებს შედარებით სუსტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის დაბალი ხარისხი, რაც საგარეო ბაზრებთან ინტეგრაციას აფერხებს.
ინვესტიციებს სატრანსპორტო სექტორში - ტექნიკურ მომსახურებასა და ახალ პროექტებში, განსაკუთრებით რაიონებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის ზრდისა და დივერსიფიკაციის დასაჩქარებლად.
კონკრეტული სექტორები ქმნიან მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მაგრამ აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას როგორც პოტენციური ინვესტიციების, ისე ექსპორტის გაფართოების თვალსაზრისით.
როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. 2020 წელს ბანკმა საქართველოში 16 პროექტში საერთო ჯამში 630 მილიონი ევრო დააბანდა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ინვესტიციების მოცულობას. ბანკმა კერძო სექტორის სიცოცხლისუნარიანი კომპანიების მხარდასაჭერად საგანგებო ლიკვიდურობის საბრუნავი კაპიტალი გამოყო.
2007 წელს საქართველოში შემოსვლის დღიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინფრასტრუქტურის სფეროს, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის 23 პროექტში 2 მილიარდამდე ევროს ინვესტიცია დააბანდა.