მსოფლიო ბანკი საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს

© Facebook / Ministry of Finance of Georgiaფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდეს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდეს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს იმედისმომცემი უწოდა და გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აღმოუჩინოს ქვეყანას ფინანსური მხარდაჭერა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
აზიის ბანკმა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოუყო
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობები ნაყოფიერად ვითარდება, მიუხედავად გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევებისა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარე ბევრი რეფორმა იმედისმომცემია, განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, ასევე სტრუქტურული საკითხები, როგორებიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა. საუბარი შეეხო ასევე რეფორმების მომავალ პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მსოფლიო ბანკი აპირებს“, – აღნიშნა ბიერდემ.

ბიერდეს სიტყვებით, მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესს.
„საქართველოს მთავრობას და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. ჩვენ ვაკვირდებით და მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ეკონომიკის ძლიერ აღდგენას 2021 წელს... განვიხილეთ მომავალი გამოწვევები, დაკავშირებული არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, მოსახლეობის დასაცავად იმუნიზაციის მასტიმულირებელი მექანიზმები“, – აღნიშნა ბიერდემ.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, ასევე რეფორმების გატარებაში მხარდაჭერისთვის.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
რას ნიშნავს „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილი – თურნავამ განმარტა
დასასრულ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-მდე პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 3 მილიარდამდე დოლარი გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0