აზიის ბანკმა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოუყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს ქალაქების ცენტრების, პარკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე 101 მლნ ევროს ოდენობის სესხის გაცემა გადაწყვიტა, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
საქართველო ფულს მიიღებს პროგრამის "საინვესტიციო პროექტი ქალაქების დაბალანსებული განვითარებისა და მათი პოტენციური ეკონომიკური ზრდის გახსნისთვის" ფარგლებში.

„ეს პროექტი მხარს დაუჭერს საქართველოს აღდგენას პანდემიის შემდეგ და დაეხმარება, რომ მისი ქალაქები უფრო გამოსადეგი იყოს ცხოვრებისთვის, ინკლუზიური და მდგრადი კლიმატის ცვლილებებისთვის", – განაცხადა ADB-ს გენერალურმა დირექტორმა ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ევგენი ჟუკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდა.
პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ქალაქების ცენტრების, პარკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ბიბლიოთეკები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი შენობები.
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
აზიის ბანკმა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტებისთვის სესხი გამოყო
პროექტი მიმართულია ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ქალებისა და ბავშვებისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. პროექტი ასევე მხარს დაუჭერს ქალაქებისა და სხვა ტურისტული ობიექტების, კულტურული ობიექტების, ისტორიული ცენტრების აღდგენას.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს. ბანკის მიერ გაცემული კრედიტების საერთო მოცულობა 3,92 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების – 28,9 მლნ დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0