https://sputnik-georgia.com/20211129/saqartvelo-socialur-reformas-evropuli-qveynebis-magalitze-gaatarebs-262462787.html
საქართველო სოციალურ რეფორმას ევროპული ქვეყნების მაგალითზე გაატარებს
საქართველო სოციალურ რეფორმას ევროპული ქვეყნების მაგალითზე გაატარებს
Sputnik საქართველო
სოციალური რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაევალა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს, რომელიც სამუშაო ჯგუფთან ერთად ევროპაში გაემგზავრება 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T21:11+0400
2021-11-29T21:11+0400
2021-11-29T21:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251264410_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0853bf32bcb5b12dd7ca48e3215d925b.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. დეკემბრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფი საქართველოდან სოციალური პოლიტიკის რეფორმის განხორციელების გამოცდილების შესასწავლად რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ესტუმრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.გასულ კვირას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იგეგმება საქართველოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების რეფორმა. პრემიერის თქმით, ამჟამად საქართველოში 600.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათი თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია, მაგრამ არ მუშაობს, რადგან სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის ეშინია.შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაევალა ვიცეპრემიერს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელიც დეკემბერში ევროპაში სამუშაო ჯგუფთან ერთად გაემგზავრება.2022 წელს მთავრობა გეგმავს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე სულ მცირე 50 ათასი მოქალაქის დასაქმებას.ლევან დავითაშვილის სიტყვებით, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კერძო სექტორში საკმაოდ მაღალია, თუნდაც იმავე სოფლის მეურნეობის სფეროში. სამსახურის მაძიებლები ხშირად უარს ამბობენ მუშაობის დაწყებაზე, რადგან ეშინიათ სახელმწიფო შემწეობის გარეშე დარჩენის და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დაკარგვის. ახალი პროგრამა კი მათ ამისგან დააზღვევს, აღნიშნა ვიცეპრემიერმა.კერძო სექტორის წასახალისებლად სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ამ კატეგორიის მოქალაქეების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდა 633.586 ადამიანი (71.724 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17%-ია.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო ნაკლებია ქულა. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითო წევრზე.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეადგენს 224,2 ლარს.სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგენს 1.328 ლარს.
https://sputnik-georgia.com/20211119/umusevrobis-done-ert-kvartalsi-semcirda-262233401.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251264410_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_c5fec41579982a7c684edd6e1fd0bd3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საქართველო სოციალურ რეფორმას ევროპული ქვეყნების მაგალითზე გაატარებს
სოციალური რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაევალა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს, რომელიც სამუშაო ჯგუფთან ერთად ევროპაში გაემგზავრება
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. დეკემბრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფი საქართველოდან სოციალური პოლიტიკის რეფორმის განხორციელების გამოცდილების შესასწავლად რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ესტუმრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გასულ კვირას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იგეგმება საქართველოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების რეფორმა. პრემიერის თქმით, ამჟამად საქართველოში 600.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათი თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია, მაგრამ არ მუშაობს, რადგან სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის ეშინია.
„ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაევალა ვიცეპრემიერს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელიც დეკემბერში ევროპაში სამუშაო ჯგუფთან ერთად გაემგზავრება.
2022 წელს მთავრობა გეგმავს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე სულ მცირე 50 ათასი მოქალაქის დასაქმებას.
ლევან დავითაშვილის სიტყვებით, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კერძო სექტორში საკმაოდ მაღალია, თუნდაც იმავე სოფლის მეურნეობის სფეროში. სამსახურის მაძიებლები ხშირად უარს ამბობენ მუშაობის დაწყებაზე, რადგან ეშინიათ სახელმწიფო შემწეობის გარეშე დარჩენის და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დაკარგვის. ახალი პროგრამა კი მათ ამისგან დააზღვევს, აღნიშნა ვიცეპრემიერმა.
კერძო სექტორის წასახალისებლად სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ამ კატეგორიის მოქალაქეების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდა 633.586 ადამიანი (71.724 ოჯახი), რაც ქვეყნის მოსახლეობის 17%-ია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო ნაკლებია ქულა. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითო წევრზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეადგენს 224,2 ლარს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგენს 1.328 ლარს.