https://sputnik-georgia.com/20211208/diplomatiur-boikots-sxva-qveynebic-uertdebian-262686103.html
პეკინის ოლიმპიადის „დიპლომატიურ ბოიკოტს“ სხვა ქვეყნებიც უერთდებიან
პეკინის ოლიმპიადის „დიპლომატიურ ბოიკოტს“ სხვა ქვეყნებიც უერთდებიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალია და იაპონია შეუერთდებიან აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის გამოცხადებულ დიპლომატიურ ბოიკოტს, იუწყება გამოცემა... 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T13:10+0400
2021-12-08T13:10+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
სპორტი
აშშ
ჩინეთი
იაპონია
ავსტრალია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260034435_526:559:3064:1987_1920x0_80_0_0_0da01c4745318aaca5d168c7bc3330cf.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალია და იაპონია შეუერთდებიან აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის გამოცხადებულ დიპლომატიურ ბოიკოტს, იუწყება გამოცემა Sankei წყაროებზე დაყრდნობით.თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ავსტრალია, როგორც „დიდი სპორტული სახელმწიფო“, პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთისგან მიჯნავს და ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას თამაშებში, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა.მორისონის თქმით, ავსტრალიამ ეს გადაწყვეტილება იმავე მიზეზით მიიღო, რა მიზეზითაც შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთს (ადამიანის უფლებების დარღვევა სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში), და ასევე „მთელი რიგი იმ საკითხების გამოც, რომლებიც ავსტრალიის საშინაო საქმეებში ჩინეთის ჩარევას უკავშირდება“.ამის პარალელურად ცნობილი გახდა ისიც, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მთავრობის წევრებსა და სხვა მაღალჩინოსნების გაგზავნას არც იაპონია აპირებს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ტოკიო მოგვიანებით მიიღებს, იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიციას დაიკავებენ G7-ის წევრი ქვეყნები და ასევე იმის მიხედვითაც, თუ რა რეაქცია ექნება თავად ჩინურ მხარეს.გარდა ამისა, როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლა ბერი აცხადებს, პეკინის ოლიმპიადისთვის ტოტალური ბოიკოტის გამოცხადებაა საჭირო.თეთრმა სახლმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ პეკინის თამაშებზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის. „დიპლომატიური ბოიკოტი“, როგორც მას ვაშინგტონში უწოდეს, არ შეეხება ამერიკელ სპორტსმენებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის მიერ „დიპლომატიური ბოიკოტის“ გამოცხადება თამაშების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
https://sputnik-georgia.com/20211207/cineti-amerikis-diplomatiuri-boikotit-ukmayofiloa-262655331.html
აშშ
ჩინეთი
იაპონია
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260034435_821:406:3010:2048_1920x0_80_0_0_3900574092b5e045a7fa6daad41f2535.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, სპორტი, აშშ , ჩინეთი, იაპონია , ავსტრალია , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, სპორტი, აშშ , ჩინეთი, იაპონია , ავსტრალია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალია და იაპონია შეუერთდებიან აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის გამოცხადებულ დიპლომატიურ ბოიკოტს, იუწყება გამოცემა
Sankei წყაროებზე დაყრდნობით.
„ავსტრალიის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან პეკინში ზამთრის ოლიმპიადას“, − განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პრესკონფერენციაზე.
თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ავსტრალია, როგორც „დიდი სპორტული სახელმწიფო“, პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთისგან მიჯნავს და ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას თამაშებში, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა.
მორისონის თქმით, ავსტრალიამ ეს გადაწყვეტილება იმავე მიზეზით მიიღო, რა მიზეზითაც შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთს (ადამიანის უფლებების დარღვევა სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში), და ასევე „მთელი რიგი იმ საკითხების გამოც, რომლებიც ავსტრალიის საშინაო საქმეებში ჩინეთის ჩარევას უკავშირდება“.
ამის პარალელურად ცნობილი გახდა ისიც, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მთავრობის წევრებსა და სხვა მაღალჩინოსნების გაგზავნას არც იაპონია აპირებს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ტოკიო მოგვიანებით მიიღებს, იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიციას დაიკავებენ G7-ის წევრი ქვეყნები და ასევე იმის მიხედვითაც, თუ რა რეაქცია ექნება თავად ჩინურ მხარეს.
გარდა ამისა, როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლა ბერი აცხადებს, პეკინის ოლიმპიადისთვის ტოტალური ბოიკოტის გამოცხადებაა საჭირო.
„ევროკავშირი უბრალოდ კი არ უნდა რჩებოდეს აშშ-ის ჩრდილში, არამედ ყალყზე უნდა დადგეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში და მხარი დაუჭიროს ზამთრის თამაშების ტოტალურ ბოიკოტს“, −
განაცხადა ბერმა გამოცემა Funke-სთან საუბრისას.
თეთრმა სახლმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ პეკინის თამაშებზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის. „დიპლომატიური ბოიკოტი“, როგორც მას ვაშინგტონში უწოდეს, არ შეეხება ამერიკელ სპორტსმენებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის მიერ „დიპლომატიური ბოიკოტის“ გამოცხადება თამაშების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.