https://sputnik-georgia.com/20211207/cineti-amerikis-diplomatiuri-boikotit-ukmayofiloa-262655331.html
პეკინი 2022: ჩინეთი უკმაყოფილოა აშშ-ის „დიპლომატიური ბოიკოტით“
პეკინი 2022: ჩინეთი უკმაყოფილოა აშშ-ის „დიპლომატიური ბოიკოტით“
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს სპორტის პოლიტიზება და პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 2022-ის ჩაშლის მცდელობები, ვინაიდან... 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T13:24+0400
2021-12-07T13:24+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
სპორტი
აშშ
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/80/246528095_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2c189b6e922f62449ee629a55eed61af.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს სპორტის პოლიტიზება და პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 2022-ის ჩაშლის მცდელობები, ვინაიდან ოლიმპიადა არ არის „პოლიტიკური შოუსა და მანიპულაციების სცენა“, განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა.ლიძიანმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური წესების თანახმად, თამაშებზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ოფიციალური პირების მოწვევით ადგილობრივი ოლიმპიური კომიტეტები არიან დაკავებული.ჩინელი დიპლომატის თქმით, მომავალი ოლიმპიადა არის გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც მოუთმენლად ელიან სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულები და სპორტსმენები მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან კიდეც ოლიმპიადის მთავარი მოქმედი პირები.მანამდე, 6 დეკემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პეკინის თამაშებზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის. „დიპლომატიური ბოიკოტი“, როგორც მას ვაშინგტონში უწოდეს, არ შეეხება ამერიკელ სპორტსმენებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის მიერ „დიპლომატიური ბოიკოტის“ გამოცხადება თამაშების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
https://sputnik-georgia.com/20211206/amerika-cinets-diplomatiur-boikots-gamoucxadebs-262621305.html
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/80/246528095_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_98d44a930099508b0d0fb1575e506764.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, სპორტი, აშშ , ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, სპორტი, აშშ , ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს სპორტის პოლიტიზება და პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 2022-ის ჩაშლის მცდელობები, ვინაიდან ოლიმპიადა არ არის „პოლიტიკური შოუსა და მანიპულაციების სცენა“, განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი უნდა გაანებოს სპორტის პოლიტიზებას და შეწყვიტოს იმგვარი განცხადებები და ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ზიანს მიაყენებს ორ ქვეყანას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში“, − განაცხადა დიპლომატმა.
ლიძიანმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური წესების თანახმად, თამაშებზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ოფიციალური პირების მოწვევით ადგილობრივი ოლიმპიური კომიტეტები არიან დაკავებული.
„დაესწრებიან თუ არა ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები პეკინის ზამთრის ოლიმპიადას, ჩამოვლენ თუ არა ისინი თავიანთი სპორტსმენების საქომაგოდ, ეს აშშ-ის პირადი საქმეა“, − ხაზგასმით აღნიშნა მან.
ჩინელი დიპლომატის თქმით, მომავალი ოლიმპიადა არის გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც მოუთმენლად ელიან სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულები და სპორტსმენები მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან კიდეც ოლიმპიადის მთავარი მოქმედი პირები.
მანამდე, 6 დეკემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პეკინის თამაშებზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის. „დიპლომატიური ბოიკოტი“, როგორც მას ვაშინგტონში უწოდეს, არ შეეხება ამერიკელ სპორტსმენებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის მიერ „დიპლომატიური ბოიკოტის“ გამოცხადება თამაშების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.